რამდენად მაღალი/დაბალია ინფლაცია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

რამდენად მაღალი/დაბალია ინფლაცია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

2023 წლის სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან ინფლაციაზე ნაკლებია. ამ დროისთვის რეგიონის ქვეყნების ინფლაციის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • თურქეთი – ინფლაცია სექტემბერში 61.5%, სამიზნე ინფლაცია 5%;
  • საქართველო – ინფლაცია სექტემბერში 0.7%, სამიზნე ინფლაცია 0.7%;
  • სომხეთი – ინფლაცია სექტემბერში 0.1%, სამიზნე ინფლაცია სომხეთში 4%;
  • რუსეთის ფედერაცია – ინფლაცია აგვისტოში 5.2%, სამიზნე ინფლაცია რუსეთში 4%; 
  • აზერბაიჯანი – ინფლაცია აგვისტოში 11.7%.

რეგიონის ქვეყნებს შორის ინფლაციის მხრივ ყველაზე რთული ვითარება თურქეთშია, სადაც 2023 წლის გაზაფხულამდე ინფლაციას კლების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ზაფხულიდან მან კვლავ ზრდა დაიწყო და სექტემბერში 61%-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოს პირველ ხუთეულშიც იკავებს ადგილს. 21 სექტემბერს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტული პუნქტით 30%-მდე გაზარდა. 

საქართველოს მსგავსად ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია სომხეთში, სადაც სექტემბერში ფასები წლიურად 0.1%-ით გაიზარდა. სომხეთში სამიზნე ინფლაცია 4%-ს შეადგენს. ბოლო რამდენიმე თვეა რაც სომხეთის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. 2022 წლის დეკემბერში ის 10.75%-ს შეადგენდა, ივნისში ის 10.5%-მდე, აგვისტოში 10.25%-მდე, ხოლო სექტემბერში 9.75%-მდე შემცირდა. 

რუსეთში აგვისტოს მდგომარეობით ინფლაცია 5.2%-ს შეადგენდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის ვებგვერდის თანახმად, სამიზნე ინფლაცია 4%-ს შეადგენს. რუბლსა და ინფლაციაზე გაზრდილი დაწოლის გამო ცენტრალურმა ბანკმა 15 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით, 13%-მდე გაზარდა. განახლებული პროგნოზით, რუსეთის ცენტრალური ბანკი მოელის რომ 2023 წლის საშუალო ინფლაცია 6-7%-ის დიაპაზონში იქნება. 

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყანაში ინფლაცია ბოლო ორი წელია მზარდია. 2021 წელს ის ჯერ 6.6%-ს შეადგენდა, შემდეგ კი 2023 წელს 13%-საც გადააჭარბა, წელს კი მცირედით შემცირდა, თუმცა მაინც მაღალ დონეზე შენარჩუნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წლის აპრილში ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.75%-დან 9%-მდე გაზარდა.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…