საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ ბანკში საზედამხედველო/მომხმარებელთა დაცვის მიმართულებების გაფართოების პარალელურად, იზრდება მასში დასაქმებულ პირთა რაოდენობაც. თუკი 2022 წლის 31 დეკემბრისთვის სებ-ში 538 ადამიანი მუშაობდა, 2023 წლის 31 დეკემბრისთვის მისი თანამშრომლების რიცხოვნობა 601-ს შეადგენდა.
დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, ეროვნულ ბანკში გასულ წელს გაიზარდა სახელფასო ფონდიც. თუკი 2022 წელს უწყებაში დასაქმებულთა მთლიანი სახელფასო ხარჯი 30.4 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს ის 40.9 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 10.5-მილიონიანი ზრდაა (მატება 34%).
ამასთან, ანაზღაურებების გარდა თანამშრომლებზე გაცემულმა სხვა სარგებელმა, ანაზღაურებადმა შვებულებამ და ბიულეტენმა 3.1 მილიონი ლარი შეადგინა, შესაბამისად, მთლიანი ხარჯი დასაქმებულებზე გასულ წელს 44.1 მილიონ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი ეს რიცხვი 33 მილიონი ლარი იყო.
შესაბამისად, თუკი 2022 წელს ეროვნულ ბანკში საშუალო სახელფასო ხარჯი ერთ თანამშრომელზე წლის განმავლობაში 61 ათას ლარს შეადგენდა, 2023 წელს ის 73 ათას ლარამდე გაიზარდა.
ქართული ღვინისთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. გასულ 2024 წელს, ჯამურად ამ ქვეყანაში 182,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 66,715,032 ლიტრის ღვინის…
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება. “ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად…
ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…