რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “თბილისი მოლს”?

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “თბილისი მოლს”?

თბილისის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრის “თბილისი მოლის” მფლობელმა “რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტმა” 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სავაჭრო ცენტრის შემოსავლები 12%-ით, 28.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

“თბილისი მოლის” ფართობი 206,783 კვადრატული მეტრია, საიდანაც საიჯარო ფართზე 59,434 კვადრატული მეტრი მოდის. აღნიშნული ფართობიდან 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას 50,075 კვადრატული მეტრის ფართობი ჰქონდა გაცემული. ამასთან, სავაჭრო ცენტრის მომხმარებელთა რაოდენობა 6.5 მილიონიდან 6.9 მილიონამდე გაიზარდა.

“თბილისი მოლმა” საქმიანობა 2012 წლის 6 აპრილს დაიწყო. სავაჭრო ცენტრის მთლიანი ფართია 206,783 კვ.მ. სავაჭრო ცენტრი აშენებულია ოთხ სართულზე და 2023 წლის 31 დეკემბრისთვის მოიცავს 119 მაღაზიას, 135 კიოსკს და 38 სათავსო სივრცეს. თბილისი მოლის სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ კაფეებით, 2,000-ადგილიანი უფასო, მრავალდონიანი ავტოსადგომით.

2023 წლის ბოლოს, ხელმძღვანელობის მიზანი იყო თბილისი მოლის იჯარით გაცემული ფართის 52,781 კვადრატულ მეტრამდე გაზრდა. საიჯარო დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს არსებული ოპერატორებისთვის მოწინავე ბრენდების მაღაზიების დამატებაზე, რაც გაზრდის ახალ მომხმარებელთა სეგმენტის ინტერესს. წინა წლების მსგავსად, დიდი ყურადღება დაეთმობა მოიჯარეების/ ბრენდების მიქსის გაუმჯობესებას.

2022 წელთან შედარებით 2023 წელს თბილისი მოლის მაღაზიების გაყიდვები 9%-ით გაიზარდა, რაც გულისხმობს 309 მილიონი ლარიდან 338 მილიონ ლარამდე ზრდას,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი 2008 წლის 23 ივნისს დაარსდა. კომპანიის აქციონერები, 2023 და 2022 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით, არიან შპს “რაკიინ დეველოპმენტი” (84,702%) და ღია სააქციო საზოგადოება „რაკიინ დეველოპმენტი“ (არაბთა გაერთიანებული საამიროები) (15,298%)”, – ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

აშშ-მა დაასანქცირა ოკუპირებული ცხინვალის ბანკი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში მილიონობით დოლარი გადარიცხა

აშშ-მა დაასანქცირა ოკუპირებული ცხინვალის ბანკი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში მილიონობით…

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ ჩრდილოეთ კორეის სანქციების რეჟიმის დარღვევის გამო, რუსული რეჟიმის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შექმნილი MRB Bank-ის წინააღმდეგ სანქციები…
როგორ შეიცვალა 3*, 4* და 5* სასტუმროს ფასები აგვისტოსთვის? – PMCG-ის მიმოხილვა

როგორ შეიცვალა 3*, 4* და 5* სასტუმროს ფასები აგვისტოსთვის?…

საკონსულტაციო სააგენტო PMCG ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც აპრილი – აგვისტოს პერიოდში სასტუმროს ფასების ცვლილება და მისი განმაპირობებელი ფაქტორებია მიმოხილული. მიმოხილვის…
ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 69%-ია – TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 69%-ია – TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

ყურძნის ნატურალური ღვინოები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტების რეიტინგში, რეექსპორტირებული ავტომობილებისა და ფეროშენადნობების ადგილობრივი ექსპორტის შემდეგ, 4.7%-ით მესამე ადგილს იკავებს. წლის პირველი…