რატომ შემცირდა მაისში ბინების გაყიდვა? – Galt & Taggart

რატომ შემცირდა მაისში ბინების გაყიდვა? – Galt & Taggart

მაისში დასვენების დღეების სიუხვემ და ქვეყანაში არსებული არასტაბილურმა გარემომ გასულ თვეში ბინების რეალიზაციის შემცირება გამოიწვია, – ამის შესახებ გალტ & თაგარტი ყოველთვიურ მიმოხილვაში წერს.

2024 წლის მაისში თბილისში 3,197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა.

ამასთან ორგანიზაციის აზრით, ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს, სავარაუდოდ, ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა.

“ჩვენ ველით, რომ სტაბილურობის შენარჩუნების შემთხვევაში ბინების გაყიდვები ივნისიდან თვიურ
ჭრილში თანდათანობით აღდგება”, – წერს კვლევითი ორგანიზაცია.

ჯამურად 2024 წლის პირველ 5 თვეში თბილისში სულ 15,920 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.8%-იანი ზრდაა. ეს ზრდა სრულად განპირობებული იყო პირველად ბაზარზე გაყიდვების ზრდით (+8.1% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე წლიურად 5.1%-იანი კლება დაფიქსირდა.

2024 წლის მაისში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა დიდი დიღმის,
საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ პირველადი ბაზრის ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი (ჯამურად პირველადი გაყიდვების 24.4%) დიდ დიღომში დაფიქსირდა.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1000/მ 2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

რაც შეეხება, ფასებს, 2024 წლის მაისში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედი 0.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ფასები 21.8%-ით არის გაზრდილი 2023 წლის დასაწყისიდან.

2024 წლის მაისში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე დარჩა.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს…
დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა

დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა. მათ საერთო ჯამში 118 მილიონი ლარი მიიღეს. ეს ერთ…
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათ მონაცემებით,…