რა მოუტანა ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა? – პრემიერი

რა მოუტანა ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა? – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მოუტანა ქვეყანას მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა.

მან აღნიშნა, რომ ეს კითხვა შეიძლება მოქალაქეებს გაუჩნდეთ, ამიტომ ეკონომიკური ზრდის დადებით მხარეებზე ისაუბრა.

„რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა – ამის შესახებ შეიძლება ძალიან ბევრი მოქალაქე კითხულობდეს.

ამან მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში. ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი ახალი პროგრამის დაფინანსება, შედარებით 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შევამცირეთ მშპ-ს 3.2%-მდე, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 40%-მდე ჩამოვწიეთ, სულ რაღაც 2 წლის წინ მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 60%-მდე იყო“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქსტატის დღეს გამოქვეყნებული მშპ-ს ზრდის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკა 10.5%-ით, 8 თვის ჯამური ეკონომიკური ზრდა კი 10.3%-ია.

მსგავსი სიახლეები

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის პროგნოზები?

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის…

Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, იანვარში საგარეო შემოდინებები (მათ შორის საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმის შემოსავლები) წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და…
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ სტივ დეინსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდნენ. ამის შესახებ…
ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ირანელი ლიდერია ლიკვიდირებული – თეთრი სახლი

ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ირანელი ლიდერია ლიკვიდირებული…

“ირანში ოპერაციის დაწყების შემდეგ უმაღლესი რანგის 49 ლიდერია ლიკვიდირებული”, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს. “ამ რადიკალური რეჟიმისა…