რა ქვეყნებში და რა ღირებულების ავტომობილები გავიდა საქართველოდან ექსპორტზე – სტატისტიკა

რა ქვეყნებში და რა ღირებულების ავტომობილები გავიდა საქართველოდან ექსპორტზე – სტატისტიკა

2024 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უცხოეთში 1.76 მილიარდი დოლარის ღირებულების 79 ათასი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, თანხობრივად ექსპორტი 12.5%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე მეტად 96%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში – ყირგიზეთში, სადაც ექსპორტმა წელს 838 მილიონი დოლარი შეადგინა. ყირგიზეთში საქართველოდან სულ 23 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, ხოლო ექსპორტის საშუალო ღირებულება 36 ათას დოლარს შეადგენდა. საგულისხმოა გარემოება, რომ რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებამდე ყირგიზეთში ავტოექსპორტი სულ რამდენიმე მილიონი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტზე გასული ავტომობილის საშუალო ფასი 5-6 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ ავტომობილების ექსპორტზე დასავლეთმა შეზღუდვები დააწესა, ყირგიზეთმა საქართველოს ავტოექსპორტში #1 ადგილი დაიკავა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თავად ყირგიზეთი რუსეთის მიმართ სავაჭრო სანქციებთან მიერთებული არაა, შესაბამისად, მაღალი ალბათობით ყირგიზი ავტოდილერები ძვირად ღირებულ ავტომობილების საქართველოდან იმპორტის შემდეგ რუსეთის ბაზარზე ყიდიან.

ავტოექსპორტში მეორე ადგილს იკავებს ყაზახეთი 551 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი 223 მილიონი დოლარით.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…