რა შემთხვევაში გაეზრდებათ K2 კოეფიციენტი მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს? – მერიის გადაწყვეტილება

რა შემთხვევაში გაეზრდებათ K2 კოეფიციენტი მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს? – მერიის გადაწყვეტილება

თბილისის მერია საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს, აღნიშნული ტერიტორიის სანაცვლოდ, ალტერნატიულ ნაკვეთზე შესაბამისი ოდენობით, K2 კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას მისცემს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რეკრეაციული სივრცეების შექმნაა.

„იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც კერძო საკუთრებაშია, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რეკრეაციული სივრცეების – ბაღის, სკვერის, პარკის, ბულვარის, საბავშვო მოედანის ან სპორტული შენობა-ნაგებობის (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზი) მოწყობას, აღნიშნული მიწის მესაკუთრეებს სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებულ სამშენებლო პარამეტრებს შევთავაზებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ პროცესში სრულად იქნება დაცული მიწის მესაკუთრის კანონიერი ინტერესები.

„აღნიშნულ პროცესში დაცული იქნება მესაკუთრის კანონიერი ინტერესები და მას ამ მიწის სანაცვლოდ, მიეცემა უფლება, სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებული პარამეტრებით განახორციელოს მშენებლობა. K2 კოეფიციენტის მატება ყველა შემთხვევაში არ მოხდება. ეს პროცესი შეეხება მხოლოდ იმ მიწებს, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი – ანუ, თუ ეს მიწა გამოყენებული იქნება მხოლოდ რეკრეაციული სივრცეების მოწყობისთვის და მისი გამოყენებით დაინტერესებული იქნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

მეფუტკრეობის სექტორში სამუშაო პლატფორმა შეიქმნება – სამინისტრო

მეფუტკრეობის სექტორში სამუშაო პლატფორმა შეიქმნება – სამინისტრო

მეფუტკრეობის სექტორში არსებული პრიორიტეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის სამუშაო პლატფორმა ჩამოყალიბდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ…
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,…
კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის პროექტზე შეხვდა

კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის…

დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუ ფონდის“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა…