რეგიონებში 140 საბავშვო ბაღი აშენდება, 290 მლნ-ის ტენდერები უკვე გამოცხადდა – ჩამონათვალი
- ეკონომიკარეგიონებისაზოგადოება
- აპრილი 18, 2023
- 174
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით ახალი საბავშო ბაღების მშენებლობისთვის ამ დროისთვის უკვე 69 ტენდერი გამოაცხადა. ამ ტენდერებით საერთო ჯამში 140 ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს, რომლებიც 11 ათას ბავშვს მოემსახურებიან.
ტენდერების საერთო ღირებულება 290 მილიონ ლარს შეადგენს, შესაბამისად, ერთი საშუალო საბავშვო ბაღის მშენებლობა ბიუჯეტს 2 მილიონი ლარი დაუჯდება.
კომპანიებთან ხელშეკრულებები Design Build-ის პირობებით გაფორმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეტედენტებმა არქიტექტურული პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდს თავად უნდა წარუდგინონ.
სატენდერო პირობების მიხედვით, თითოეულ შესყიდვაში კომპანიებმა უნდა დაადასტურონ, რომ შესრულებული აქვთ ტენდერის მთლიანი ღირებულების ტოლი ღირებულების რკინა-ბეტონის სამუშაოები.
საბავშვო ბაღების ჩამონათვალი და მათი ღირებულებები ასე ნაწილდება:
● მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულში, სოფელ წერეთელში და სოფელ შულავერში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 12,000,000 ლარი;
● გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 4,500,000 ლარი;
● ქვემო ქართლის რეგიონის ქალაქ რუსთავში 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 6,200,000 ლარი;
● ქალაქ ამბროლაურში 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 4,500,000 ლარი;
● გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალაში და სოფ. მარტყოფში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 7,600,000 ლარი;
● ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 6,200,000 ლარი;
● ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალაქ ნინოწმინდაში150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 3,800,000 ლარი;
● ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ მამხუთში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 3,800,000 ლარი;
● დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში და სოფელ ამამლოში 125 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 6,921,880 ლარი;
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში 125 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 3,460,940 ლარი;
● ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ფოთში 125 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 3,460,940 ლარი;
● ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქალაქ ჩხოროწყუში 125 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 3,460,940 ლარი;
● წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალაქ წყალტუბოში (გვიშტიბი) 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 3,800,000 ლარი;
● ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 3,800,000 ლარი;
● ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 3,800,000 ლარი;
● ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ახალციხეში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 3,800,000 ლარი;
● თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 3,800,000 ლარი;
● საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 3,800,000 ლარი;
● დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 1,291,246 ლარი;
● დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 1,291,246 ლარი;
● დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 1,291,246 ლარი;
● დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 1,291,246 ლარი;
● დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურში და სოფელ ფასანაურში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 2,582,493 ლარი;
● კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, სოფელ მეტეხში და სოფელ ახალციხეში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 6,874,692 ლარი;
● ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში და ქ.ქარელში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 6,874,692 ლარი;
● კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში, სოფელ თვალადში და სოფელ ახალქალაქში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 6,874,692 ლარი;
● გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში და სოფელ ფლავში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 4,583,130 ლარი;
● სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში და სოფელ ტიბაანში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 4,583,130 ლარი;
● გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში და სოფელ ახაშენში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 4,583,130 ლარი;
● ქალაქ მცხეთაში, რუსთაველის ქ. N66-ში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 2,291,565 ლარი;
● ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხაში და სოფელ ობუჯში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,873,740 ლარი;
● ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, სოფელ მერიაში და სოფელ შრომაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 7,287,287 ლარი;
● ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში (სოფელი ძიმითი, სოფელი მთისპირი, სოფელი მაკვანეთი, სოფელი ბოხვაური) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 5,164,986 ლარი;
● გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფარიძეში და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქ საგარეჯოში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 7,287,287 ლარი;
● ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,643,643 ლარი;
● ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 1,821,822 ლარი;
● ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (სოფელი რუისი,სოფელი ურბნისი, სოფელი აბანო,სოფელი ქვენატკოცი,სოფელი ბრეთი, სოფელი წვერი) 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 10,930,929 ლარი;
● თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 1,291,246 ლარი;
● ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 1,291,246 ლარი;
● ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 1,291,246 ლარი;
● ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 1,291,246 ლარი;
● თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2 სოფელში (სოფელ ვაშლოვანში და სოფელ ორბეთში) 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,643,643 ლარი;
● წალკის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში (სოფელ თრიალეთში და სოფელ კაბურში) 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,643,643 ლარი;
● გორის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელი ვარიანი), კასპის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელი ოკამი) 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,643,643 ლარი;
● მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 1,821,822 ლარი;
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში, სოფელ ერგეტაში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 5,465,465 ლარი;
● გორის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელი ვარიანი), კასპის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელი ოკამი) 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,643,643 ლარი;
● მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი – 1,821,822 ლარი;
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდში, სოფელ ერგეტაში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 5,465,465 ლარი;
● ახალციხის მუნიცოპალიტეტის 1 სოფელში (სოფელი მუსხი) ,ბორჯომის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელი ტაბაწყური) და ქალაქ ახალქალაქში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 5,465,465 ლარი;
● ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში (სოფელი ნიგვზიანი, სოფელი გაგური (აკეთი)) 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,643,643 ლარი;
● ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში, სოფელ უდეში და სოფელ ქვემო ენთელში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 5,465,465 ლარი;
● ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში (სოფელი გუთური, სოფელი გოგოლესუბანი, სოფელი ზომლეთი, სოფელი შუა ამაღლება) საბავშვო ბაღი – 5,164,986 ლარი;
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში (სოფელ ოქტომბერში, სოფელ კახათში და სოფელ ოდიშში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,873,740 ლარი;
● ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში (სოფელ ღრმაღელეში, სოფელ გულიანში და სოფელ ნინოშვილში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,873,740 ლარი;
● ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელ სადმელში) და ონის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელ ღარში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 2,582,493 ლარი;
● ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში (სოფელ მუხურაში და სოფელ სამტრედიაში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 2,582,493 ლარი;
● დუშეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (სოფელ ანანურში, სოფელ ფასანაურში, სოფელ პირმისაანთკარში, სოფელ ბაზალეთში, სოფელ არაგვისპირში და სოფელ აბანოსხევში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 7,747,480 ლარი;
● მცხეთის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში (სოფელ პატარა ქანდაში და სოფელ ჩარდახში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 2,582,493 ლარი;
● ქარელის მუნიციპალიტეტში 2(ორი) (სოფ. ხვედურეთში და სოფ.მოხისში) და კასპის მუნიციპალიტეტში 1 (ერთი) (სოფელ ფერმის და (მიმდებარედ) სოფელ ჩანგილარის ტერიტორიაზე) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა. – 3,873,740 ლარი;
● ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში (სოფელ ალავერდში, სოფელ ცხენთაროში, სოფელ ფუთში და სოფელ ძირულაში ) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 5,164,986 ლარი;
● ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელ კიცხში), თერჯოლის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელ ძევრში), ბაღდათის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელ წყალთაშუაში) და ვანის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელ მუქედში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 5,164,986 ლარი;
● ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში (სოფელ მუხურაში და სოფელ სამტრედიაში), ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელ სადმელში) და ონის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელ ღარში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 5,164,986 ლარი;
● მარტვილის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში (სოფელ გაჭედილში, სოფელ გურძემში და სოფელ პირველ კიწიაში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,873,740 ლარი;
● ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელ ლესიჭინეში), წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში (სოფელ ობუჯში) და ქალაქ წალენჯიხაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,873,740 ლარი;
● სენაკის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში (სოფელ ფოცხოში, სოფელ ძველ სენაკში და სოფელ ლეძაძამეში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,873,740 ლარი;
● აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში (სოფელ სამიქაოში, სოფელ კეთილარში, სოფელ ნაესაკოვოში და სოფელ სუჯუნაში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 5,164,986 ლარი;
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში (სოფელ ოქტომბერში, სოფელ კახათში და სოფელ ოდიშში) 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები – 3,873,740 ლარი.