როგორ იცვლებოდა დეპუტატის ხელფასი წლების განმავლობაში

როგორ იცვლებოდა დეპუტატის ხელფასი წლების განმავლობაში

2025 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრთა ხელფასი 2,910 ლარით გაიზრდება და 8,250 ლარით განისაზღვრება. შესაბამისი კანონი პარლამენტმა 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო. ეს ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტს 10 მილიონი ლარი დაუჯდება და მომდევნო წელს პარლამენტის მთლიანი სახელფასო ფონდი 53.9 მილიონ ლარს მიაღწევს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი მომდევნო წლიდან 3,260 ლარით გაიზრდება და 10,000 ლარი იქნება.

BMG-იმ გამოითხოვა ინფორმაცია თუ რა იყო დეპუტატთა ანაზღაურებების მოცულობა წინა მოწვევის პარლამენტების დროს. ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის დეკემბრამდე დეპუტატების ხელფასები უფრო რთული სისტემით გაიცემოდა, ვიდრე ამჟამად. თუკი ახლა ხელფასი მხოლოდ ხელფასისგან შედგება, წარსულში დეპუტატის ხელფასი რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა.

როგორ იცვლებოდა დეპუტატის ხელფასი 2008 წლიდან დღემდე

  • დეპუტატის ხელფასი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე – 4,624 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 6,740 ლარი;
  • 2013-2018 წლის დეკემბრამდე დეპუტატის ხელფასი იყო 4,623.75 ლარი, თუმცა ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, ეს იყო – თანამდებობრივი სარგო 2,000 ლარი, სადეპუტატო უფლებამოსილების თანხა – 1,790 ლარი, ბინის ქირა (იმის მიუხედავად ქირაობს თუ არა დეპუტატი ბინას) 833.75 ლარი, ჯამი 4,623.75 ლარი. პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი კი იყო 6,738.75 ლარი, რაც შედგებოდა 2,000 ლარის თანამდებობრივი სარგოსგან, 3,905 ლარის სადეპუტატო უფლებამოსილების თანხისგან და ბინის ქირის 833.75 ლარისგან (იმის მიუხედავად ქირაობს თუ არა თავმჯდომარე ბინას).
  • 2008-2012 წლებში დეპუტატის ხელფასი იყო 2,865 ლარი, თუმცა ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა: ეს იყო თანამდებობრივი სარგო 2,000 ლარის ოდენობით, სადეპუტატო უფლებამოსილების თანხა 865 ლარი, 187 ლარი პრემია და 250 ლარი კიდევ პრემია. თავმჯდომარის ხელფასი კი იყო თვეში 4450 ლარი, რაც შედგებოდა 2000 ლარის თანამდებობრივი სარგოსგან, 2450 ლარის სადეპუტატო უფლებამოსილების თანხისგან 187 ლარის პრემიისგან და 250 ლარის პრემიისგან.

ამასთან 2008-2012 წლებში იმ დეპუტატებს, რომელთაც არ ჰქონდათ ბინა, ეძლეოდათ ბინის ქირის ანაზღაურება 667 ლარის ოდენობით. ამასთან, ამავე მოწვევის პარლამენტში გაიცემოდა წელიწადში ერთხელ ხელფასის 200%-ის ოდენობის პრემია, და დეკემბერში მეცამეტე ხელფასი, 200%-ის პრემიით, 2010-2012 წლებში კი გაიცემოდა პრემია ხელფასის 100%-200%-ის ოდენობით. 2013 წლიდან კი დეპუტატები პრემიებს აღარ იღებენ.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…