როდის გააქტიურდება საპენსიო სააგენტო მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე – სააგენტოს პასუხი

როდის გააქტიურდება საპენსიო სააგენტო მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე – სააგენტოს პასუხი

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო დანაზოგების მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე გააქტიურება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება.

როგორც სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჯერჯერობით ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტები არ განხილულა. თუმცა მოლოდინია, რომ ამ მიმართულებაზე მუშაობას სააგენტო მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

ანა ნაჭყებიას თქმითვე, ეროვნულმა ბანკმა უკვე დაადგინა წესები, რომლის მიხედვითაც ეს პროცესები უნდა წარიმართოს. მისი თქმით, მსგავსი ტიპის აქტივის კლასები საპენსიო ფონდის თანხების დივერსიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია.

„კონსერვატიულ პორტფელს მიეცა საშუალება, რომ ინვესტირება სხვა ტიპის აქტივებში გააკეთოს. სხვა აქტივები მოიცავს როგორც საინვესტიციო ფონდებს, ასევე პროექტების დაფინანსებას. თუმცა აქაც კანონის თანახმად, ასეთ პროექტებში შესვლა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის რეგულაციით უკვე გაიწერა წესები და ანალიტიკა, რაც უნდა გაკეთდეს მსგავს პროექტში ინვესტირებამდე. ვიდრე უშუალოდ პროექტების ანალიზს დავიწყებთ შიდა პროცედურები უნდა შევადგინოთ, როგორ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა სექტორებით ვიქნებით დაინტერესებული და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ უშუალოდ საინვესტიციო პროექტებზე მუშაობას. ამას ჩემი ვარაუდით, წლის მეორე ნახევარში შევძლებთ.

ზოგადად, საქართველოში საინვესტიციო პროდუქტები არაა მრავალფეროვანი, ჩვენი აქტივების ძირითადი ნაწილი საბანკო პროდუქტებშია ინვესტირებული და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. შესაბამისად, ახალი აქტივების კლასის დამატება ძალიან კარგია, ეს დივერსიფიკაციის და მაღალი ამონაგებისთვის ძალიან კარგია, თუმცა კონკრეტული პროექტები ჯერ არ დაგვიდეინტიცირებია“, – განაცხადა ანა ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების თანახმად, გაიზარდა ლიმიტი, რომლითაც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს და ეს შესაძლებლობა კონსერვატიული ანუ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც გაჩნდა.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

საქსტატის თანახმად III კვარტალში FDI 2-ჯერ გაიზარდა – მიზეზები

საქსტატის თანახმად III კვარტალში FDI 2-ჯერ გაიზარდა – მიზეზები

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ…
ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურაზეც უფასო გახდება

ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურაზეც უფასო გახდება

ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურის საფეხურებზე სრულად უფასო გახდება. შესაბამის ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს…
პოლიციის აკადემია უმაღლესი სასწავლებელი ხდება

პოლიციის აკადემია უმაღლესი სასწავლებელი ხდება

საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „პოლიციის შესახებ“ კანონის ცვლილებების პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქციის გაფართოებას და მის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად…