რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები – სესხების სტატისტიკა დარგების მიხედვით

რომელ სექტორებს აფინანსებენ ბანკები – სესხების სტატისტიკა დარგების მიხედვით

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა სექტემბერში 59 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.69 მილიარდი ლარით, ანუ 2.93%-ით მეტია.

სებ-ის ინფორმაციით, სექტემბერში დაკრედიტების მატება ძირითადად ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებით იყო განპირობებული, რამაც 950 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სავალუტო კრედიტების ზრდა 742 მილიონი ლარი იყო. ეროვნულ ბანკს გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია უშუალოდ რომელი სექტორების მიმართულებით ხორციელდება დაკრედიტება.

სტატისტიკის მიხედვით მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის დაკრედიტება 35 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საცალო (ფიზიკური პირების) დაკრედიტება კი 24 მილიარდ ლარს აღემატება. ბიზნესის მიმართულებით ყველაზე მეტი 3.6 მილიარდი ლარის სესხები გაცემულია უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე, მეორე ადგილზეა სოფლის მეურნეობა 3.2 მილიარდი ლარით, მესამეზე კი სერვისების სექტორი ასევე 3.2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით. რაც შეეხება საცალო სეგმენტს, აქ პირველ ადგილზე 11.2 მილიარდი ლარით სამომხმარებლო სესხებია, 8.9 მილიარდი ლარით მეორე ადგილზეა დასრულებული უძრავი ქონების შესაძენად აღებული იპოთეკური სესხები, ხოლო 1.7 მილიარდი ლარით მესამე პოზიციაზეა მშენებარე უძრავ ქონებაში ბინების საყიდლად აღებული იპოთეკური კრედიტები.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…