მსოფლიოს მასშტაბით საკაბელო ინტერნეტის სიჩქარე და ტარიფები დრამატულად განსხვავებულია, თუმცა რამდენიმე ტენდენციის გამოკვეთა ნამდვილად შესაძლებელია, მაგალითად: ინტერნეტი საშუალოდ ყველაზე ძვირი ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში ღირს, ყველაზე იაფი კი – ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
მაგალითად, საქართველოში 30 მბ/წმ ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ 13 დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 5-ჯერ უფრო იაფია აშშ-ის ფასებთან შედარებით.
რაც შეეხება ყველაზე იაფ ინტერნეტს, ის ყაზახეთში, მოლდოვაში, ბელარუსსა და რუმინეთშია ხელმისაწვდომი, სადაც თვიური გადასახადი 7 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ინტერნეტი ყველაზე ძვირად ბურუნდიში, სურინამში, ზიმბაბვესა და კონგოში ფასობს, სადაც გადასახადი 200-300 დოლარის ფარგლებშია, რაც იმ მარტივი ფაქტითაა განპირობებული, რომ ამ ქვეყნებში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ჯერაც არ არის განვითარებული, შესაბამისად, ინტერნეტით სარგებლობა ძვირად ღირებულ სიამოვნებად ითვლება.
ევროპის მასშტაბით ინტერნეტის ტარიფი 30 დოლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში ინტერნეტის ღირებულება თითქმის ორჯერ მეტია.
აშშ-სა და კანადაში ინტერნეტის ფასი 60-70 დოლარის ფარგლებშია, თუმცა მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი სიჩქარის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასები დრამატულად იზრდება და ინტერნეტის ღირებულება ხშირად 200 დოლარს აჭარბებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული სტატისტიკა ითვალისწინებს ქვეყნებში წარმოდგენილი სატარიფო გეგმების საშუალო არითმეტიკულს და ის არ ითვალისწინებს კორპორაციული კლიენტებისთვის გაკეთებულ შეთავაზებებს.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…