რუსეთის პორტებში უცხოური გემებისთვის დაწესებული ახალი რეგულაცია ტვირთებს საქართველოს პორტებში გადმორთვის შესაძლებლობას უჩენს – TCRC

რუსეთის პორტებში უცხოური გემებისთვის დაწესებული ახალი რეგულაცია ტვირთებს საქართველოს პორტებში გადმორთვის შესაძლებლობას უჩენს – TCRC

რუსეთის პორტებში უცხოური გემებისათვის დაწესებული ახალი რეგულაცია ტვირთებს საქართველოს პორტებში გადმორთვის შესაძლებლობას უჩენს – ასე აფასებენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში რუსეთში შესულ ახალ რეგულაციებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 21 ივლისს რუსეთში ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომლის თანახმად, უცხოურ გემებს რუსეთის ნავსადგურებში შესვლა მხოლოდ კაპიტნის ნებართვით და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სავალდებულო თანხმობით შეუძლიათ.

რუსეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, რეგულაციის მთავარ მიზნად ქვეყნის საზღვაო საზღვრების უსაფრთხოების კონტროლის გაძლიერებას, პოტენციური რისკების მინიმიზაციას და საზღვარგარეთიდან შემოსული გემების მეთვალყურეობის დონის ამაღლებას უკავშირებენ.

ახალი რეგულაციის საფუძველზე რუსეთის ნავსადგურებში შესვლა დამატებითი ადმინისტრაციული პროცედურების გავლის გამო, გადაზიდვების და ლოგისტიკის სექტორში დაკავებულ კომპანიებს ახალ ფინანსურ „ტვირთად“ დააწვა.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში რამდენიმე კითხვას სვამენ, კონკრეტულად კი:

  • როგორ აისახა რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ახალი რეგულაცია ჩვენთვის მნიშვნელოვან შავი ზღვის აუზის რუსეთის ნავსადგურებზე, პირველ რიგში ნოვოროსიისკის ნავსადგურზე?
  • ხომ არ გამოიწვევს რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაჭიანურებული ადმინისტრაციული პროცედურების შედეგად დაყოვნებული გემების, თუნდაც თურქეთის გემების, საქართველოს ნავსადგურებში გადამისამართებას?
  • ხომ არ შეიქმნება დამატებითი შესაძლებლობა, რუსეთის ნავსადგურები ჩანაცვლდეს საქართველოს ნავსადგურებით და ტვირთნაკადმა შემდგომ ქვეყნის სახმელეთო დერეფნებით იმოძრავებს?

TCRC-ში აღნიშნავენ, რომ საომარი მოქმედებების კვალდაკვალ შავი ზღვის აუზში დაფიქსირდა საზღვაო გადაზიდვების გაძვირების პირველი „ტალღა“. მათი შეფასებით, სადღეისოდ ახალი რეგულაციის ამოქმედება კი პრაქტიკულად გადაზიდვების ტარიფებს მეორე გაძვირებისკენ უბიძგებს.

“ბუნებრივია, ამა თუ იმ მიმართულებით ტვირთნაკადების შეცვლას გარკვეული დრო ესაჭიროება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი მოითხოვს სათანადო დაკვირვებას და გაანალიზებას.

ახალი რეგულაციით დაწესებული მოთხოვნა საკონტეინერო სახაზო გემებს, ნავთობისა და გაზის ტანკერებს, ასევე რუსეთის ნავსადგურების გავლით სატრანზიტო მარშრუტებით მცურავ საშუალებებს შეეხო.

ამ პირობებში საზღვაო გადაზიდვების ბიზნესს გაუჩნდა ახალი გაურკვევლობები, რაც მათ აიძულებს მოარგონ თავიანთი მიწოდების ჯაჭვები უფრო რთულ ბიუროკრატიულ რეალობებს.

ბიზნესის გადმოსახედიდან ახალი რეგულაცია დამატებითი ბარიერია, რომელიც რუსეთის ამა თუ იმ ნავსადგურში სახელმწიფო ორგანოების მიერ დაყოვნების გამო ზრდის ლოგისტიკის ხარჯებს, რაც ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების ვადების შემუშავებისას აუცილებლად გასათვალისწინებელი ატრიბუტია.

მიმდინარე წლის სექტემბერში რეგულაციის ამოქმედების შედეგად, წინა თვესთან შედარებით, თურქეთიდან რუსეთში საზღვაო მიწოდების საშუალო ხანგრძლივობა 1.5-ჯერ გაიზარდა.

მაგალითად, სტამბოლიდან ნოვოროსიისკში საბორნე გემით ტვირთის ტრანსპორტირების ხანგრძლივობა სადღეისოდ 14 – 18 დღეს შეადგენს, მაშინ როცა ორი თვით ადრე ეს მაჩვენებელი 9 -12 დღე იყო.

რეგულაციის ამოქმედების კვალდაკვალ უკვე გამოჩნდა რუსეთის სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების მენეჯერების განცხადებები გაზრდილი ხარჯების გამო სატვირთო გადაზიდვების ნაწილის საავტომობილო ტრანსპორტზე გადართვის შესახებ”, – განმარტავენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.

მსგავსი სიახლეები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების…

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…