რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე
- ეკონომიკა
- მაისი 27, 2022
- 2380
რამაზ აბესაძე, პროფესორი
მართალია, ომი უშუალოდ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, მაგრამ მასში სხვადასხვა სახით (იარაღის მიწოდება, ჰუმანიტარული დახმარება, ლტოლვილების მიღება, სანქციების დაწესება და სხვ.) თითქმის ყველა სახელმწიფოა ჩართული, ამდენად,ამ ომს, გარკვეულწილად, აქვს მსოფლიო ხასიათი და, ბუნებრივია, ის დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს, როგორც მსოფლიო, ისე ეროვნულ დონეზე ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროზე, უპირველეს ყოვლისა,ეკონომიკაზე.
შეიძლება გამოიყოს მსოფლიო ეკონომიკაზე ომის ნეგატიური გავლენის შემდეგი ძირითადი შედეგები:
- ამცირებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპებს, რასაც შესაძლებელია მოყვეს რეცესია და კრიზისი, ვინაიდან ხდება წარმოებების შეკვეცა საომარი მოქმედებების, სანქციებისა და, ხშირ შემთხვევაში, მიწოდების ჯაჭვის წყვეტის გამო. ასევე, შეზღუდული რესურსები მიედინება არა წარმოების გაფართოებაზე, არამედ ომის წარმოებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარავად, ჰუმანიტარულ დახმარებებზე, ლტოლვილთა დიდი მასებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად და სხვა;
- აფერხებს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას (თვისებრივ სრულყოფას), ვინაიდან მცირდება სახსრები მსხვილი სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად, რის შედეგადაც ფერხდება ინოვაციების დანერგვა; აფერხებს ერთობლივი გლობალური პრობლემების (ენერგეტიკული, სასურსათო, ეკოლოგიური, კოსმოსის ათვისება, მწვანე და წრიული ეკონომიკის განვითარება, მსოფლიო ოკეანის ათვისება, სიღარიბის და სხვა გლობალური პრობლემა) გადაჭრას, ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების შემცირებისგამო;
- ამცირებს ადამიანისეულკაპიტალს (რომელიც თანამედროვე ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია), ადამიანთა მსხვერპლისა და მათი კეთილდღეობის პირობების გაუარესების გამო (საცხოვრებლებისა და, სამსახურის დაკარგვა, შემოსავლების შემცირება, მილიონობით ლტოლვილის წარმოშობა და ა. შ.);
- აუარესებს არაეკონომიკურფაქტორებს (ფსიქიკური მდგომარეობა, კულტურა, ხელოვნება, ლირერატურა, სპორტი, პოლიტიკური ურთიერთობები), რაც დღევანდელ ეკონომიკაზე დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს.
ზუსტი შეფასება თუ რა ეკონომიკურ ზარალს მოუტანს ომი ეკონომიკას შეუძლებელია, ვინაიდან არავინ იცის თუ როდის დამთავრდება ომი და ზარალის დათვლას დრო სჭირდება.
რაც შეეხება ომის გავლენას უშუალოდ საქართველოს ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში წარმოშობილი ნეგატიური შედეგები გარკვეული დოზით აისახება ეროვნულ ეკონომიკებზე, მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკაზეც (ინფლაცია, სავალუტო რყევები, ლოჯისტიკური პრობლემები და სხვ). გარდა ამისა, რუსეთი და უკრაინა საქართველოს საკმაოდ მსხვილი პარტნიორები არია, რისი შეფერხებაც ქვეყნის ეკონომიკაზე, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება. „საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთ-საქართველოსსავაჭრობრუნვამ2021წელს $1.6 მილიარდსგადააჭარბა. ექსპორტირებულიპროდუქციისღირებულებამ $610 მილიონს(მთლიანიექსპორტის 14.4%) მიაღწია, ხოლოიმპორტმა $1 მილიარდს(მთლიანიიმპორტის 10.2%).რუსეთშიექსპორტირებულიპროდუქციიდან გამოირჩევა:ფეროშენადნობები– $171.7მილიონი (104.7 ათასიტონა); ყურძნისნატურალურიღვინოები – $139.7 მილიონი (გაყიდულიღვინის 57%); მინერალურიდამტკნარიწყლები – $60.9 მილიონი (107.4 ათასიტონა);სპირტიანისასმელები – $41.2 მილიონი / 9.9 ათასიტონა;ახალიგარგარი, ბალი, ალუბალი, ატამი, ქლიავიდაღოღნაშო – $26.6 მილიონი (24.9 ათასიტონა).საქართველოდმნიშვნელოვნადაადამოკიდებული რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომლებიდანაც გამოირჩევა: ნავთობიდანავთობპროდუქტები – $134.6 მილიონი (224.7 ათასიტონა);ნავთობისაირებიდასხვააირისებრინახშირწყლები – $96.8 მილიონი (319.1 ათასიტონა);ხორბალიდამესლინი – $87.4 მილიონი (337.6 ათასიტონა);მზესუმზირისზეთი – $41.6 მილიონი (28.3 ათასიტონა);სატელეფონოაპარატები – $37.2 (46.3 ტონა): ელექტროენერგია – $12 მილიონი (იმპორტირებულიელექტროენერგიის 62% ).
2021 წლის განმავლობაში ექსპორტმაუკრაინაში $307 მილიონიშეადგინა, იმპორტმა კი – $451 მილიონი.საექსპორტოპროდუქციიდან გამოირჩეოდა:მსუბუქიავტომობილები ($88.06 მილიონი); სპირტიანისასმელები ($43.43 მილიონი);სასუქებიმინერალურიანქიმიური, აზოტოვანი ($38.04 მილიონი);მინერალურიდამტკნარიწყლები ($26.20 მილიონი);ყურძნისნატურალურიღვინოები ($25.15 მილიონი);ნარჩენებიდაჯართისპილენძისა($20.46 მილიონი);მპიუტერები($15.33 მილიონი);მობილურიტელეფონები ($6.80 მილიონი);პოლიმერებიეთილენისა, პირველადიფორმებით ($6.40 მილიონი);ფეროშენადნობები – ($4.93 მილიონი);საიმპორტოპროდუქციიდან კი –თამბაქოსნაწარმი – ($77.96 მილიონი); ბრტყელინაგლინინახშირბადიანიფოლადისაგან ($23.12 მილიონი);სამკურნალოსაშუალებებიდაფასოებული ($21.17 მილიონი);წნელებინახშირბადიანიფოლადისაგან ($18.78 მილიონი);კოპტონიდასხვამყარინარჩენები, მიღებულისოიოსზეთისექსტრაჰირებისას ($14.39 მილიონი); შოკოლადიდაკაკაოსშემცველიკვებისსხვამზაპროდუქტები($11.18 მილიონი);პური, ფქვილოვანისაკონდიტრონაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარიდასხვაპურფუნთუშეული($9.90 მილიონი);სამრეწველოდამზადებისათამბაქოდათამბაქოსსამრეწველოშემცვლელები ($8.89 მილიონი);წყლები, მინერალურისადადაგაზიანებულისჩათვლით, შაქრისდანამატებისშემცველობით ($7.65 მილიონი);ხორციმსხვილფეხარქოსანიპირუტყვის, გაყინული ($7.48 მილიონი). იმავე წელს საქართველოში უკრაინიდან $92 მილიონ 697 ათასი ფულადი გზავნილი შემოვიდა და ქვეყანას 144,901უკრაინელი ვიზიტორი სტუმრობდა.
ძნელი წარმოსადგენი არ არის ზემოთ მოყვანილი ეკონომიკური ურთიერთობების მოშლა საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს და ეს გავლენა უკვე დაწყებულია. სანქციების გამო რუსეთში ექსპორტიდან შემოსავალის მიღება ვალუტაში შეუძლებელია, ასევე თითქმის შეუძლებელია ფულადი გზავნილების განხორციელება. ნეგატიური გავლენები განსაკუთრებით აისახება საკვებ პროდუქტებზე და ენერგეტიკაზე. ფასები მკვეთრად გაიზარდა ბენზინზე და დიზელის საწვავზე, ასევე ფასების ზრდა მოსალოდნელია ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე (შესაბამისად პურზე), ვინაიდან რუსეთი და უკრაინა ერთად აწარმოებს ხორბლის მსოფლიო წარმოების თითქმის 25%-ს.უკრაინამომისდაწყებისშემდეგწლისბოლომდემთლიანად შეაჩერა ხორბლისექსპორტი. რუსეთიც ხორბლის ექსპორტს შეამცირებს და ფასს გაზრდის.ასე რომ, ხორბლის წარმოება მსოფდლიოში მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად შემცირდება და ფასი გაიზრდება რუსეთმაც შეამცირა ხორბლის ექსპორტი.
რუსეთი და უკრაინა იყო ასევეზესუმზირისზეთის ძირითადი მომწოდებელი. უკრაინიდან მოწოდება შეწყვეტილია. რაც შეეხება რუსეთს, მან მზესუმზირის ზეთზე 2021 წლის თებერვალში მცურავი ბაჟი შემოიღო და ის 2022 წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს, შესაბამისად რუსეთმა1აპრილიდან ექსპორტის გადასახადი313 დოლარამდეგაზარდა. მაშინ როდესაც 2021 წლისსექტემბერში 169.9 დოლარიიყო. გარდა ამისა, რუსეთი აღნიშნული პროდუქტისექსპორტისკვოტირებასგეგმავს. აშკარაა მზესუმზირის ზეთის მოწოდება შემცირდება, ხოლო ფასი გაიზრდება. ამდენად, საჭირო გახდა ქვეყნის მიერ საკვები პროდუქტების შემოტანის გადალაგება. საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მოძიებულია ხორბლისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტის ალტერნატიული წყაროები (მაგალითად ხორბლის შემთხვევაში ყაზახეთი და რუმინეთი), თუმცა ფასების მატებას ვერ ავცდებით. ამიტომ განიხილება პურზე ფასების ზრდის სუბსიდირება მთავრობის მიერ. პანდემიამ და ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნის თვითუზრუნველყოფის ამაღლება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროს. მთავრობამ უნდა შექმნას სტიმულირებისა და თანამონაწილეობის მექანიზმები ქართველი ბიზნესმენების მიერ ამ ორ სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად, სოფლის მეურნეობაში არსებული მაღალი რისკების შესამცირებლად, ენერგეტიკაში კი – ენერგიის განახლებადი წყაროების (ჰდროენერგია, ქარისა და მზის ემერგია) მაქსიმალური ათვისების მიმართულებით.