იანვარ-თებერვლის თვეებში საავტომობილო ზეთების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის იმპორტი კი – შემცირდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იტყობინება.
კერძოდ, 2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,98 ათასი ტონა, რაც 0,03 ათასი ტონით ანუ 1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,95 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის 2 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,76 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,54 ათასი ტონა (18,1%); გერმანია – 0,34 ათასი ტონა (11,4%), რუსეთი – 0,17 ათასი ტონა (5,7%); და სხვ.
2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 14,8 ათასი ტონა, რაც 3 ათასი ტონით ანუ 16,8%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,8 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის 2 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 56,1% (8,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 36,5% (5,4 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 7,4% (1,1 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან
საქართველოში ოქროს ზოდებით და მონეტებით ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა განახლდა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, განმარტებულია საინვესტიციო ოქროს მნიშვნელობა და მითითებულია, რომ ამ…
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo. თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში…