საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს საქმიანობის 5 თვის ანგარიში წარუდგინეს. დოკუმენტაციის თანახმად, 15 კომერციული ბანკის ჯამურმა საკრედიტო პორტფელი მაისში 959 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 45.7 მილიარდ ლარს მიაღწია.
მაისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 286.06 მლნ ლარით (1.14%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 673.66 მლნ ლარით (3.41%-ით) გაიზარდა. ამის გამო, მაისში სესხების დოლარიზაცია მცირდებით, 0.55 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის სესხების წილი მთლიანი პორტფელის 55.34%-ს შეადგენს.
“რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.36 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.10%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.45 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.34%-ით მეტი).
2023 წლის მაისის განმავლობაში 2.18%-ით, ანუ 525.43 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 24.68 მლრდ ლარი შეადგინა,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…