საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასების აღმასვლის ტენდენცია გრძელდება: გასულ 24 საათში ბარელი Brent-ის ღირებულება 2.4%-ით, 114.5-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა; WTI Crude-ის ფასი კი 3.4%-ით არის გაზრდილი და 114 დოლარს აღწევს.
ნედლი ნავთობის ფასების ზრდის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი გლობალურ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორებია, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში, ზრდა პირდაპირ კავშირშია ჩინეთის კოვიდ-სტატისტიკასთან და მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.
ინფიცირების შემთხვევების კლების ფონზე, ანალიტიკოსებს აქვთ პოზიტიური მოლოდინები, რომ მთავრობა უმსხვილეს ქალაქებზე დაწესებულ შეზღუდვებს და ლოკდაუნებს გააუქმებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის, მობილობისა და საწვავზე მოთხოვნის აღდგენას.
გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომომხმარებელია, მისი ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვა თუ აღდგენა კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ ენერგეტიკულ, მათ შორის, ნავთობის ბაზრებზე.
„მრავალი ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ აზიის რეგიონში საწვავზე მოთხოვნა აღდგება, რაც ხელს შეუწყობს ბაზარზე ნავთობის მაღალ ფასებს“, – განაცხადა Mizuho Bank-ის ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბობ იავგერმა.
მოთხოვნის ფაქტორების გარდა, გასათვალისწინებელია მიწოდების საკითხიც – ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) წარმოების დაგეგმილზე მეტად გაზრდას არ გეგმავს, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომის მიერ მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად შეცვლილი ვითარებისა.
ფასებზე ზეწოლას ზრდის ევროკომისიის მიერ წარდგენილი ინიციატივაც რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ, სანქციების აღნიშნული პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, ევროკავშირის მასშტაბით ნედლი ნავთობის მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდება, რაც, თავის მხრივ, უფრო მეტად გააძლიერებს ენერგეტიკულ ბირჟაზე არსებულ აღმასვლის ტენდენციას.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება.…