საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოში 5 ქართველი და 3 უცხოელი შეირჩა – ზაზა ლომინაძე

საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოში 5 ქართველი და 3 უცხოელი შეირჩა – ზაზა ლომინაძე

ერთპარტიული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 8 წევრი უკვე შეირჩა.

როგორც მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიშს განიხილავენ, საბჭოში იქნება 5 ქართველი და 3 უცხოელი წევრი. ისინი მუშაობას მაისიდან დაიწყებენ.

“პირადად ვმონაწილეობდი გასაუბრებაში ახალი საბჭოს შერჩევისას. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოდ წარიმართა ეს კონკურსი. 22 თუ 24 ქართველი მონაწილეობდა და 18 უცხოელი და შერჩეული იქნა ის 8 ადამიანი, რომელიც მაისიდან შეუდგება თავის მოვალეობას. მინდა თითოეულ მათგანს და თქვენც წარმატება გისურვოთ. შეირჩა 5 ქართველი და 3 უცხოელი”, – თქვა ზაზა ლომინაძემ.

შეგახსენებთ, საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს – მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტების მიზნით საპენსიო სააგენტომ კონკურსი 11 დეკემბერს გამოაცხადა.

“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში. რის შედეგადაც, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო – მმართველობითი საბჭო. ის 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8-ს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი თანამდებობრივი წევრია.

მსგავსი სიახლეები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება – მიზეზები

სოცდაუცველთა 300-ლარიანი დასაქმების პროგრამა 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება –…

სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190 მილიონით? – კაკაურიძის განმარტება

რატომ ამცირებს მთავრობა მოგების გადასახადის 2025 წლის გეგმას ₾190…

საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა – გზების დეპარტამენტი

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ₾5.2 მლნ დაიხარჯა…

ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…