რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საუდის არაბეთის განვითარების ფონდმა საქართველოს განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღების მზაობა გამოთქვა. ქარსელაძე საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის განვითარების ფონდის (SFD) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ფაიზალ მოჰამედ ალ-კატანის შეხვდა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
“მნიშვნელოვანია, რომ საუდის არაბეთის განვითარების ფონდი ძალიან მდიდარი და დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული. ამ პროგრესის და მიღწეული შედეგების ფონზე ძალიან საინტერესო იქნება ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და ახალი პროექტების ერთობლივად განხორციელება. ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს, ეს თანამშრომლობა შეიძლება შეეხებოდეს იმ მრავალფეროვან პროექტებს, რომლებიც გაგვაჩნია, როგორც საგზაო, ასევე წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და რეგიონული განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენცია ქალაქ რიადში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მას საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) წარმომადგენლები და შესაბამისი სპეციალისტები.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…