საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა – როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი?

საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა – როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი?

იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს – 67 წლის შიგერუ იშიბა, რომელმაც მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (LDP) არჩევნებში გაიმარჯვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

იაპონელები წელიწადში 5 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს და მომსახურებას ქმნიან, ჩამორჩებიან მხოლოდ აშშ-ს და ჩინეთს. ქვეყანაში 126 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ერთი მოქალაქის საშუალო წლიური შემოსავალი 44 000 აშშ დოლარია.

იაპონიის ეკონომიკის 69% მომსახურების სექტორზე მოდის, 30%-მდე მრეწველობაზე და მხოლოდ 1.2% სოფლის მეურნეობაზე.

bm.ge გთავაზობთ ეკონომიკურ კავშირს ორ ქვეყანას შორის.

ვაჭრობა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 338 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15%-ით ნაკლებია გასული წლის საანგარიშო ქვეყნის მაჩვენებელზე.

მიმდინარე წლის განმავლობაში იაპონიაში ექსპორტი მხოლოდ 3.4 მლნ აშშ დოლარი იყო, იმპორტი კი, 334.5 მლნ აშშ დოლარი.

2024 წლის 8 თვეში საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული TOP-5 პროდუქტი:

  1. ხილისა და ბოსტნეულის წვენები – $1.2 მლნ;
  2. დაუმუშავებელი ალუმინი – $1 მლნ;
  3. ღვინო – $658.5 ათასი;
  4. ჯართის და სპილენძის ნარჩენები – $176.9 ათასი;
  5. მსუბუქი ავტომობილები – $97 ათასი.

წელს, იაპონიიდან ექსპორტი 334.5 მლნ იყო. 2024 წლის 8 თვეში იაპონიიდან იმპორტირებული TOP-5 პროდუქტი:

  1. მსუბუქი ავტომობილები – $315.2 მლნ;
  2. სატვირთო ავტომობილები – $3.8 მლნ;
  3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი – $3 მლნ;
  4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი – $2.5 მლნ;
  5. სპეციალური დანიშნულების ავტომობილები – $1.3 მლნ.

FDI

II კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში შემოსული 574.3 მილიონიან FDI-ში გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, იაპონია მეორე ქვეყანა იყო, საიდანაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იაპონური ინვესტიციების მოცულობამ ამ პერიოდში 59.2 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს რიცხვი 16.5 მლნ დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში იაპონური ინვესტიციების მონაწილეობა ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში 85.7 მლნ დოლარს შეადგინა, 2024 წლის პირველ ნახევარში კი 78.5 მლნ დოლარი იყო.

ტურიზმი

მიმდინარე წელის პირველ ორ კვარტალში იაპონიიდან საქართველოს 2,677 მოქალაქე სტუმრობდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდზე 67.2%-ით მეტია.

იაპონიიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ნულოვანია.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…