საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა. სხდომის შესახებ საუბრობს კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.
ჰანსენმა სხდომის შემდეგ ანიშნა, რომ ამჟამად საქათველოში “აღსანიშნავი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია.” მისი თქმით, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ უცხოური კომპანიები საქათველოში განიხილავენ ბიზნესების გახსნას.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა მსოფლიო ბანკმა, TBC Capital-მა და Galt & Taggart-მა კი ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდეს.
“ძალიან კარგი და დინამიური დისკუსია შედგა დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი საკითხი ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგით ასე იყო ფორმულირებული – როგორ შეიძლება ინვესტორთა საბჭო დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე?
მიმაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღსანიშნავია. საინტერესო სანახავია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებსაც საქართველოში სურთ ბიზნესის გახსნა ან გადმოტანა. ბევრი ადგილობრივი კომპანიაც ფიქრობს გაფართოებაზე. ეს ზოგადი ტენდენციაა ქვეყანაში და ეს ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი მთავრობის ყველა იმ ნაბიჯსა თუ რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას. სხდომის მონაწილეთა კომენტარებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ…
ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი, აკადემიკოსი გლობალურად ეკონომიკები მცირდება. ჩვენთან პირიქით, პირველი კვარტლის შედეგებით…
რამაზ აბესაძე, პროფესორი მართალია, ომი უშუალოდ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, მაგრამ მასში სხვადასხვა სახით (იარაღის მიწოდება, ჰუმანიტარული დახმარება, ლტოლვილების მიღება,…