საქართველოში 13,900 ჩასარიცხი ტერმინალია – რა თანხას რიცხავენ მათში?

საქართველოში 13,900 ჩასარიცხი ტერმინალია – რა თანხას რიცხავენ მათში?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ უნაღდო ოპერაციების ზრდის მიუხადავად, კვლავ აქტუალურია ფიზიკური ჩასარიცხი ტერმინალების გადახდებიც. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სულ 13,900 თვითმომსახურების ტერმინალი დგას, ამასთან წინა წელთან შედარებით ამ ტერმინალების რაოდენობა 300-ით არის გაზრდილი.

იზრდება ამ აპარატებში ჩარიცხული ფულის მოცულობაც. 2023 წლის მაისში მათში 10.8 მილიონი ოპერაცია შედგა, რომლითაც 1 მილიარდი ლარი ჩარიცხეს. ეს თანხა რეკორდულია, რადგან აქამდე ჩასარიცხი აპარატების ყოველთვიური ბრუნვა 800-900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.

ყველაზე ხშირად ფიზიკურ ჩასარიცხ აპარატებს აზარტულ კომპანიებში თანხის შესატანად, კომუნალური გადახდებისა და საბანკო ვალის მომსახურებისთვის, ასევე სხვა მოსაკრებლების დასაფარად იყენებენ.

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ერთი საშუალო ჩასარიცხი აპარატით თვეში 775 ოპერაცია სრულდება და 74 ათასი ლარი ირიცხება. ეს დღეში 26 ჩარიცხვას ნიშნავს, ერთი საშუალო ჩარიცხვის მოცულობა კი 95 ლარს შეადგენს.

როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, ერთი საშუალო ჩარიცხვის ღირებულება იზრდება. ერთი წლის წინ ეს 72 ლარი იყო, 2021 წელს კი 55 ლარი.

ჩარიცხული თანხების მატებასთან ერთად სავარაუდოდ, იმატებს ჩასარიცხი აპარატების ოპერატორთა საკომისიო შემოსავალიც, თუმცა ეს სტატისტიკაში წარმოდგენილი არაა.

 

BMG

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა

საქართველოში ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა

საქართველოში ოქროს ზოდებით და მონეტებით ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა განახლდა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, განმარტებულია საინვესტიციო ოქროს მნიშვნელობა და მითითებულია, რომ ამ…
11 თვეში საქართველოს აეროპორტები 8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა – წლიური ზრდა 14%-ია

11 თვეში საქართველოს აეროპორტები 8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა –…

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები…
თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრება

თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება,…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo. თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში…