საქსტატი განმარტავს, რამ განაპირობა “პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში” ზრდა?

საქსტატი განმარტავს, რამ განაპირობა “პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში” ზრდა?

2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა – ამის შესახებ დღეს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, იანვარში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა გაზრდილი იყო 14.7%-ით და ის 12 მილიარდ ლარს შეადგენდა.

BMG-ის მიერ საქსტატიდან მიღებული პასუხის თანახმად, ეკონომიკის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სექტორმა სახელწოდებით – პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. თავის მხრივ აღნიშნული სექტორი საკმაოდ ფართოა და აერთიანებს არაერთი მიმართულების კომპანიებს, რომლებიც დაკავებული არიან მენეჯმენტის (სათავო ოფისის), იურიდიული, საბუღალტრო, კვლევების, მარკეტინგის და სხვა ტექნიკურ საქმიანობებს.

ამასთან, საქსტატის წინასწარ ანგარიშში არ არის მითითებული თუ რამდენი მილიონი ლარი მოდიოდა დღგ-ის 12-მილიარდიან ბრუნვაში უშუალოდ ამ სექტორზე. 2023 წელს ამ სექტორის ზომა 1.6 მილიარდ ლარს შეადგენდა.

“პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროს რეალურმა ზრდამ 2023 წელს 23.6%, ხოლო 2024 წლის სამი კვარტალის მონაცემების მიხედვით 13.7% შეადგინა.

ეკონომიკური საქმიანობების სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის (სეკ 006-2016) სექცია M – პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

იურიდიული და სააღრიცხვო საქმიანობები;

სათავო ოფისების საქმიანობები; მართვის კონსულტირების საქმიანობები;

არქიტექტურული და საინჟინრო საქმიანობები; ტექნიკური გამოცდები და ანალიზი;

მეცნიერული კვლევები და დამუშავებები;

სარეკლამო საქმიანობა და ბაზრის გამოკვლევა;

სხვა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

კლასიფიკატორის განთავსებულია საქსტატის ვებგვერდზე შემდეგ ბმულზე (M სექცია წარმოდგენილია დოკუმენტის 279-ე გვერდზე):

2025 წლის იანვარში პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობების, საგადასახადო კონსულტირების, სარეკლამო სააგენტოების საქმიანობის, ასევე ბიზნესისა და მართვის საკითხებში საკონსულტაციო საქმიანობების მომსახურების მოცულობის ზრდა,”- ნათქვამია საქსტატის განმარტებაში.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…