2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში 952,885,133 ლარი დახარჯა, რაც წლიური გეგმის ანუ 1,034,078,830 ლარის 92%-ია, შესაბამისად, დარჩენილი სამი თვის განმავლობაში ამ მიმართულებით ასათვისებელი თანხა 81.2 მილიონ ლარს შეადგენს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ წელს ამ პროგრამის ათვისება დღეში საშუალოდ 3.49 მილიონ ლარს შეადგენდა, წლის დარჩენილ თვეებში მისი ოპერირებისთვის 317 მილიონი ლარი იქნება საჭირო ნაცვლად 81.2 მილიონი ლარისა, შესაბამისად, გადახარჯვამ შეიძლება 243 მილიონი ლარი შეადგინოს. იმისთვის, რათა 2024 წლის პროგრამის ბიუჯეტი გადახარჯვის გარეშე შესრულდეს, მაშინ პროგრამის ყოველდღიური ათვისება წელს 9 თვეში 2.82 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, ნაცვლად 3.49 მილიონი ლარისა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყოველწლიურად გადახარჯვით მიმდინარეობს. მაგალითად, 2023 წელს ათვისებამ 1.06 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გეგმით განსაზღვრულზე 82 მილიონი ლარით მეტი იყო, ხოლო 2024 წელს კი ამ პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა უფრო მცირე მოცულობით, ვიდრე 2023 წლის ფაქტობრივი შესრულება იყო.
2023 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურება 713 ათას პაციენტს გაეწია, ხოლო თითოეულ მათგანზე ბიუჯეტის მხრიდან გაწეული მომსახურებების ფასმა საშუალოდ 1,490 ლარი შეადგინა, 2022 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 19.5%-ით მეტი იყო. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ პაციენტს გაეწია მომსახურება 2024 წელს და რა იყო ერთ პაციენტის მომსახურების საშუალო ხარჯები.
სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…