“ცენტრალური ბანკის კანონში ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შესაძლოა, შეარყიოს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ავტონომია და პოლიტიკის შემუშავების ლანდშაფტი გაართულოს“, – ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ი აცხადებს, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო გრძელვადიანი რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში BB დონეზე შეინარჩუნა. როგორც სააგენტოს ოფიციალურ ვეგბვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოკლევადიანი რეიტინგიც B დონეზე რჩება, პროგნოზი კი „სტაბილურია“.
S&P Global Ratings-ი გამოქვეყნებულ რელიზში ყურადღებას ამახვილებს 2023 წლის ივნისში პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვილებებზე, რომლის საფუძველზეც სებ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტის პოზიცია შეიქმნა. საერთაშორისო სააგენტოს მიაჩნია, რომ ახალმა თანამდებობამ შესაძლოა, პოტენციურად საფრთხე შეუქმნას ცენტრალური ბანკის ავტონომიას საშუალოვადიან პერსპექტივაში.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შემავალ ცვლილებებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაძლია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც.
ამას მოჰყვა ის, რომ ფონდმა (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა შეაჩერა, როგორც მათ, bm.ge-ს გასულ თვეს განუცხადეს, პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და “ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს”. Fitch-ის ინფორმაციით, “სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება”. IMF-ის მისია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ჯერ კიდევ განხილვის დროს აკრიტიკებდა.
ცნობისთვის, ახალი კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…