“სებ-ი გადაწყვეტილებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით იღებს” – როგორ აფასებს ეკონომიკის მინისტრი სავალუტო ინტერვენციებს?

“სებ-ი გადაწყვეტილებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით იღებს” – როგორ აფასებს ეკონომიკის მინისტრი სავალუტო ინტერვენციებს?

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით იღებს. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, BMG-ის მიერ სებ-ის ინტერვენციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, თუ ეროვნული ბანკი ხედავს, რომ არსებობს გაურკვევლობით გამოწვეული გარკვეული პანიკური პროცესების საფრთხე, რეზერვები უნდა გამოიყენოს.

„ინტერვიუში არაერთხელ მისაუბრია, ჩვენ იმისთვის გვჭირდება ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომ ქვეყანას ჰქონდეს საშუალება გარკვეულ გაუთვალისწინებელ ეკონომიკურ ფაქტორებს გაუმკლავდეს, ავიცილოთ შოკები, ეს იქნება შიდა თუ გარე. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი ხედავს ამის წინაპირობას, რომ არსებობს გარკვეული გაურკვევლობით გამოწვეული გარკვეული პანიკური პროცესების საფრთხე, რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა რეზერვები უნდა გამოიყენოს. რეზერვები ზუსტად ამისთვის არის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური გარემო. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ეს არის საქართველოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებში. ბუნებრივია, რომ ეს ინტერვენციები არის გათვლილი. როდესაც საჭიროა ეროვნული ბანკი ახდენს რეზერვების რეალიზებას და როდესაც საჭიროა, სავალუტო რეზერვებს ივსებს“,- თქვა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 ოქტომბერს განხორციელებული სავალუტო აუქციონით $60 მილიონი გაყიდა. ეს წინასაარჩევნოდ, ოქტომბრის თვეში რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამური მოცულობაც 173.4 მილიონი დოლარია. ეროვნული ბანკის განმარტებით, გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდში სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…