სკების თანადაფინანსება, ბენეფიციარზე ₾5,000 – რას მოიცავს მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამა?

სკების თანადაფინანსება, ბენეფიციარზე ₾5,000 – რას მოიცავს მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამა?

მთავრობა ქვეყანაში მეფუტკრეობის ხელშეწყობის მიზნით ახალი სუბსიდირების პროგრამის დაწყებას გეგმავს, პროგრამის შესახებ ცნობილი 1 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე გახდა, დღეს კი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა დადგენილება, რომელშიც პროგრამის პირობები არის აღწერილი. პროგრამის თანახმად, ბენეფიციარებს სკების თანადაფინანსებით სარგებლობა შეეძლებათ, რაც სკის ღირებულების 50%-ს დაფარავს, ამასთან ერთ ბენეფიციარზე მაქსიმუმ 5000 ლარის სუბსიდია გაიცემა.

პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით განისაზღვრება და მის მიზანს ქვეყანაში თაფლის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა წარმოადგენს.

პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ მეფუტრკეებს თუკი ისინი შემდეგ პირობებს აკმაყოფილებენ:

1. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახისა (არანაკლებ 10 სკისა).

2. პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.

დაფინანსების პირობები:

1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას – ერთი სკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70 ლარის ოდენობით.

2. პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.

3. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება კოოპერატივები,”- ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სკების რაოდენობა მცირდება – უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…