რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერებულია. ინფორმაცია „გაზპრომ სომხეთის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეჩერების მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური გაზსადენის „ყაზახ-საგურამოს“ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოების გატარებაა.
„18 მარტის 09:00-დან 18:00 საათამდე „ჩრდილო კავკასია – ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის „ყაზახ-საგურამოს“ მონაკვეთზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს ავარიულ-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერებული იქნება“, – ნათქვამია „გაზპრომ სომხეთის“ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ რუსული გაზის მიწოდების შეზღუდვის პერიოდში სომხეთის მომხმარებელთა მომარაგება წყვეტის გარეშე შიდა რეზერვებითა და ირანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიწოდებით მოხდება.
სს „გაზპრომ სომხეთი“ რუსული ენერგოჰოლდინგ „გაზპრომის“ 100%-იანი შვილობილი კომპანიაა. ის რუსულ ბუნებრივ აირს სომხეთს საქართველოს გავლით აწვდის.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…