საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოზე ეპიზოდის გადაღებისთვის ბრიტანელი წამყვანის, ჯეიმი ოლივერის მოწვევა 3,228,885 ლარი დაუჯდა – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინვოისიდან და კონტრაქტიდან ხდება ცნობილი. BMG-იმ აღნიშნული კონტრაქტის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია ჯერ კიდევ ივლისში გამოითხოვა, თუმცა აღნიშნულ წერილზე პასუხი არ მიგვიღია.
ჯეიმი ოლივერი ბრიტანელი წამყვანი და შეფია, რომელსაც Youtube-ზე 6 მილიონი, Instagram-ზე 10.5 მილიონი გამომწერი ჰყავს. ტურიზმის ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერის პროდაქშენ კომპანიასთან 3,228,885 ლარის ღირებულების კონტრაქტი მიმდინარე წლის აპრილში გააფორმა.
თავად ჯეიმი ოლივერმა საქართველოს შესახებ მომზადებულ კონტენტზე პოსტები სექტემბერში გამოაქვეყნა. Youtube-ზე მისმა გვერდმა დადო ორი ვიდეო 12 და 9 წუთის ხანგრძლივობით, რომლებშიც ის ქართულ სუფრასა და ხაჭაპურის მომზადებაზე საუბრობს. პირველ ვიდეოს 75 ათასი, მეორეს კი 129 ათასი ნახვა აქვს. Instagram-ზე კი მის Reel-ს 823 ათასი ნახვა და 25 ათასი ლაიქი აქვს.
ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დამტკიცდა. “ქართული ოცნების” მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 31 მარტს გამოქვეყნდა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის,…
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ საპენსიო დანაზოგების მსხვილ პროექტებში ინვესტირების საკითხზე გააქტიურება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. როგორც სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცრის…
Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგზონი 5%-დან 6.8%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის განცხადებით, ეკონომიკური პროგნოზის გადახედვის მიზეზი მიმდინარე წლის ორ თვეში…