უცხოელი ინვესტორების გარკვეულმა ნაწილმა, შესაძლოა, დატოვოს საქართველო – გილაური

უცხოელი ინვესტორების გარკვეულმა ნაწილმა, შესაძლოა, დატოვოს საქართველო – გილაური

საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური ვარაუდობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა, ინვესტორების ნაწილმა საქართველოს ბაზარი დატოვოს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში წერს, რომლის ნაწილი სწორედ საინვესტიციო გარემოზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გავლენას ეხება.

“მოსალოდნელია ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების მნიშვნელოვანი შემცირება და უფრო მეტიც, არსებული უცხოელი ინვესტორების გარკვეულმა ნაწილმა, შესაძლოა, დატოვოს ჩვენი ბაზარი. ბოლო სამი წლის საშუალო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში, დაახლოებით, 1.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო და ეს ციფრი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, სავარაუდოდ, კოვიდის პერიოდის მინიმუმს დაუბრუნდება და 0.5 მილიარდზე დავა.

გარდა ამისა, სავარაუდოდ, კვლავ გააგრძელებს ვარდნას საფონდო ბირჟაზე გასული ქართული კომპანიების აქციების ფასი. ამ წლის აპრილიდან „საქართველოს ბანკის“ აქციის ფასი 17%-ით, „თი-ბი-სი“ ბანკის 15%-ით, ხოლო „ჯორჯია კაპიტალის“ 18%-ით შემცირდა. რუსული კანონის შემოღებიდან მოყოლებული, ჯამურად, ამ კომპანიების ღირებულება ბაზარზე 1.4 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. ჩატარებული არჩევნებიდან პირველივე სამუშაო დღეს ამ ქართული კომპანიების ფასმა საგრძნობლად (საშუალოდ დაახლოებით 10%-ით) დაიკლო. ბოლო კვირის განმავლობაში კი გაიზარდა, მაგრამ საქართველოს მთავრობის საერთაშორისო იზოლაციის და ევროკავშირის ელჩის განცხადების ფონზე, სავარაუდოდ, ისევ დაეცემა.

ინვესტორისთვის ეს არ არის სტაბილური გარემო. ინვესტორს დიდი ალბათობით საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა ჰქონდა გათვალისწინებული ამ კომპანიების ფასში და დღევანდელი რეალობა აღარ შეესაბამება ასეთ გათვლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდება და უცხოური კომპანიების მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, დიდია იმის ალბათობა, რომ ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინების კიდე უფრო ზრდის და ქართველი ემიგრანტების მხრიდან გადმორიცხვების შემცირების მოწმეები გავხდეთ. გადმორიცხული თანხების კლება ძირითადად განპირობებული იქნება მაღალი გაურკვევლობით და მთავრობისადმი უნდობლობით, რაც გამოიწვევს მინიმუმ უძრავ ქონებასთან და მცირე ბიზნესთან დაკავშირებული გადმორიცხვების მნიშვნელოვან კლებას”, – აცხადებს ნიკა გილაური.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…