ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო ეფექტიანად მუშაობს – კაკაურიძე

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო ეფექტიანად მუშაობს – კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანობა გაიზარდა.

როგორც გიორგი კაკაურიძე BMG-სთან აღნიშნავს, დავების განხილვის ვადები შემცირდა, ხოლო გადაწყვეტილებების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

რაც შეეხება საკითხს, იგეგმება თუ არა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბება, როგორც ამას რეფორმის ფარგლებში განსახილველი ერთ-ერთი ვარიანტი ითვალისწინებდა, კაკაურიძე განმარტავს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

„ანალიზი აჩვენებს, რომ არაეფექტური იქნება დავების საბჭოს ფინანსთა სამინისტროს გარეთ გამოტანა, ვინაიდან ძალიან დიდი ინფორმაციის მიმოცვლა ხდება, ვიდრე დავაზე გავა საკითხი. ამიტომ მისი ცალკე გამოტანა და სასამართლო სტრუქტურის შექმნა არ იქნება ეფექტური.

რაც იყო დავების საბჭოში [პრობლემური], დროის ნაწილი, თითქმის ამოწურულია ეს საკითხი, რადგან სისტემატურად იმართება სხდომები. ასევე, თავად გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არსებული სტრუქტურა უნდა გაძლიერდეს, ადამიანური რესურსით იქნება თუ სხვა მიმართულებით და მისი ცალკე გამოყვანა არ იქნება ეფექტური. ვფიქრობ, საბჭო საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და ვერ ვხედავთ, რომ ბიზნესს საბჭოსთან რაიმე პრობლემა ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…