“ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში განხილვის ვადები კვლავ ჭიანურდება” – როგორ აფასებს ბიზნესი რეფორმას

“ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში განხილვის ვადები კვლავ ჭიანურდება” – როგორ აფასებს ბიზნესი რეფორმას

ბიზნესის ნაწილის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს საქმიანობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.

როგორც BMG-ის აუდიტორულ კომპანია „გრანთ თორნთონ საქართველოს“ თანამმართველმა პარტნიორმა განუცხადა, საჩივრების განხილვის გაჭიანურებული ვადები კვლავ პრობლემად რჩება. მისივე თქმით, ფიქსირდება არაერთი შემთხვევა, როდესაც საქმე განსახილველად შემოსავლების სამსახურში ბრუნდება, რაც საბოლოოდ დავის განხილვის ვადებს მნიშვნელოვნად აჭიანურებს.

ამასთან, პაატა შურღაიას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუთვალისწინებია დავების საბჭოსთან დაკავშირებული რეფორმის ფარგლებში შემუშავებული მთავარი რეკომენდაცია – საბჭოს დამოუკიდებლობის გაზრდა.

„ფორმატი იდენტურია, რაც აქამდე იყო. ხშირად არის მომენტები, როდესაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში საჩივრდება. თავის მხრივ, საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება, რომ ეს საქმე დამატებითი მოკვლევისთვის შემოსავლების სამსახურში დაბრუნდეს. შესაბამისად, ე.წ. პინგ-პონგი

თამაში ხშირად საქმის დასრულებას მნიშვნელოვნად აჭიანურებს. სხდომების ჩანიშვნაც იწელება და უმეტეს შემთხვევაში, 10-დან 8 საჩივრის მიმართ სხდომის ჩანიშვნის და განხილვის ვადები იწელება.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად დავების საბჭოს სტრუქტურა არ შეცვლილა. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტის ერთ-ერთი კომპონენტი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა იყო. ახლა საბჭო თითქმის სრულადაა ფინანსთა სამინისტროს შიდა რესურსით დაკომპლექტებული, ეს მიმართულება მნიშვნელოვან რეფორმას საჭიროებს, ბიზნესი საბჭოში აქტიურად უნდა იყოს წარმოდგენილი, ეს მის დამოუკიდებლობას და კვალიფიკაციასაც გაზრდის“, – განაცხადა პაატა შურღაიამ.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანობა გაიზარდა. გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი რეფორმა აქტიურად მიმდინარეობს და შედეგად, დავების განხილვის ვადები შემცირდა, ხოლო გადაწყვეტილებების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…