ქართული კომპანია E60 Shipping Line-ი ფოთი-კონსტანცას ხაზზე საბორნე მიმოსვლას სექტემბრიდან აფართოებს.
როგორც კომპანიის დირექტორმა, შალვა წაქაძემ bm.ge-სთან განაცხადა, გაფართოების გადაწყვეტილება გადაზიდვებზე არსებული გაზრდილი მოთხოვნის ფონზე მიიღეს.
“ჩვენ, ამ ხაზზე ახალი გემი ჯერ არ დაგვიმატებია. ერთი გემი გვყავდა, რომელსაც საიჯარო ვადა გაუვიდა და ახლა, ჩავანაცვლეთ სხვა, მეორე გემით. პარალელურად, ვმუშაობთ მეორე გემის შეძენაზე. ეს სამუშაოები დამთავრდება ზაფხულის განმავლობაში და სექტემბრიდან ახალი გემით დავიწყებთ ოპერირებას.
საქართველოდან მოთხოვნა და შესაბამისად დატვირთულობა 80%-ის ფარგლებშია. ხოლო რუმინეთიდან 100%-ია დატვირთულობა. მოთხოვნა კი, ბევრად მეტია. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ქართული კომპანია მეორე გემს შეიძენს”, – განაცხადა წაქაძემ bm.ge-სთან.
ამასთან, E60 Shipping Line-ი უახლოეს თვეებში გეგმავს, რომ საქართველოდან რუმინეთს შორის რეგულარული საბორნე სამგზავრო გადაყვანებიც დაიწყოს, რის შესახებაც დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, საქართველო-რუმინეთს შორის კომპანია E60 Shipping Line-მა საბორნე გადაზიდვები გასული წლის ივნისში დაიწყო.
სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…