ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს აშშ-ში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს აშშ-ში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ

ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო დეპარტამენტის თანახმად, აშშ-ში უვიზოდ შესვლა 43 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. აშშ-ს უვიზო პოლიტიკა აქვს დაწესებული EU-ს ყველა წევრ ქვეყანასთან გარდა რუმინეთისა, ბულგარეთისა და კვიპროსისა. ასევე უვიზო რეჟიმი მოქმედებს იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ტაივანთან, რომელიც ოფიციალურად დამოუკიდებელი ქვეყანა არაა, თუმცა მის რეზიდენტებს აშშ-ში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის ერთადერთი, ვისაც აშშ-სთან უვიზო რეჟიმი აქვს არის ჩილე, რაც ამ ქვეყანაში ცხოვრების შედარებით მაღალი დონით და ორგანიზებული კრიმინალისა და ნარკოდანაშაულის ნაკლები გავრცელებით არის განპირობებული.

რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველომ აშშ-სთან უვიზო რეჟიმის მიღებისთვის უნდა იმუშაოს, თუმცა ქვეყნების ჩამონათვალის თანახმად, ამისთვის საქართველოს ჯერ EU-ში შესვლა სჭირდება, თუმცა არც აღნიშნულია იმის გარანტია რომ ქვეყანა აშშ-სთან უვიზო რეჟიმს მიიღებს, რადგანაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მსგავსი შეთანხმება არ აქვს.

აშშ-სთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების სია:

ანდორა
ავსტრალია
ავსტრია
ბელგია
ბრუნეი
ჩილე
ხორვატია
ჩეხეთის რესპუბლიკა
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
გერმანია
საბერძნეთი
უნგრეთი
ისლანდია
ირლანდია
ისრაელი
იტალია
იაპონია
კანადა
ლატვია
ლიხტენშტეინი
ლიტვა
ლუქსემბურგი
მალტა
მონაკო
ნიდერლანდები
ახალი ზელანდია
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
საბერძნეთი
სან მარინო
სინგაპური
სლოვაკეთი
სლოვენია
სამხრეთ კორეა
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
ტაივანი
გაერთიანებული სამეფო

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…