რეკორდული ინფლაციის ფონზე, რომელიც Trading Economics-ის ინფორმაციით 109%-ს შეადგენს, არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 600 საბაზისო პუნქტით, 97%-მდე გაზარდა. როგორც სამხრეთ ამერიკის რიგით მესამე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება უწყებამ ფინანსური მერყეობის ინფლაციურ წნეხზე დაწოლისგან დასაცავად მიიღო.
რეფინანსირების განაკვეთი, რამდენადაც რთულად არ უნდა ჟღერდეს ის, რეალურად, საკმაოდ იოლ ცნებას აღნიშნავს. მარტივად რომ ვთქვათ, რეფინანსირების განაკვეთი არის ის ფასი, რომელსაც კომერციული ბანკები იხდიან, როცა ეროვნული ბანკისგან სესხს იღებენ. რაც უფრო მაღალია რეფინანსირების განაკვეთი, მით უფრო ნაკლებად იღებენ კომერციული ბანკები სესხებს და პირიქით. ამგვარად, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება საბანკო სექტორის ერთობლივ მოთხოვნას ცვლის, რაც, საბოლოო ჯამში, ინფლაციის დინამიკაზე აისახება. ინფლაციის მაჩვენებლის ქვეყნის ხელისუფლების მიერ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს ყოფნა კი, ნებისმიერი ეროვნული თუ ცენტრალური ბანკის მთავარი მოვალეობაა. ინფლაციის გარდა, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება გავლენას ახდენს ეკონომიკის სხვა მიმართულებებზეც.
ქვეყნები, სადაც რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალია:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომა 10 მაისს გაიმართა, რომელზეც უწყებამ რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე შეამცირა. ქვეყანაში ინფლაციის კლების ფონზე, მოსალოდნელია, რომ მომავალ თვეებში რეფინანსირების განაკვეთი კიდევ დაიკლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი კვლავ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას გეგმავს.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…