ყურძნის ნატურალური ღვინოები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტების რეიტინგში, რეექსპორტირებული ავტომობილებისა და ფეროშენადნობების ადგილობრივი ექსპორტის შემდეგ, 4.7%-ით მესამე ადგილს იკავებს. წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ღვინის გაყიდვებით ქვეყანამ 16.1%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, რამაც 196 მლნ 612 ათასი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდისთვის მსოფლიოში 67 604 ტონა ქართული ღვინო გავიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ექსპორტირებული საქონლის მოცულობამ 58 696 ტონას შეადგენდა.
ქართული ღვინის საექსპორტო მიმართულებებს შორის პირველ ადგილს კვლავ რუსეთი იკავებს. 8 თვეში ღვინის ექსპორტით მიღებულ შემოსავალში რუსეთის წილი 69.1%-ია. გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 66.1%-ს შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ მაისიდან მთავარ საექსპორტო ბაზარზე – რუსეთში ღვინოზე აქციზის გადასახადი გაიზარდა და ივნის-ივლისში, თვიურ სტატისტიკაში სასმელის ექსპორტი შემცირებული იყო, მხოლოდ აგვისტოში ამ მიმართულებით ღვინის გაყიდვები დადებითი დინამიკით შეიცვალა. ჯამურად 8 თვეში საქართველომ რუსეთიდან ღვინის ექსპორტით 135.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ამ მიმართულებით 49 665 ტონა ღვინო გაიტანა. ექსპორტით მიღებული შემოსავალი 21.2%-ით, გაყიდული ღვინის მოცულობა კი 20.1%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ღვინის სხვა ძირითად საექსპორტო ბაზრებს, TOP-10 მიმართულებას შორის გაყიდვები პოლონეთის, ყაზახეთის, აშშ-ის, გერმანიის, ლატვიის და ლიეტუვის მიმართულებით გაიზარდა, უკრაინის, ჩინეთისა და ბელარუსის მიმართულებით კი კლება დაფიქსირდა.
რუსეთი – $135.9 მლნ, 49 665 ტონა;
პოლონეთი – $10 მლნ, 4 081 ტონა;
უკრაინა – $7.8 მლნ, 2 847 ტონა;
ყაზახეთი – $7.2 მლნ, 2 212 ტონა;
ჩინეთი – $5.6 მლნ, 1 612 ტონა;
აშშ – $5.3 მლნ, 896 ტონა;
ბელარუსი – $4.5 მლნ, 1 643 ტონა;
გერმანია – $4 მლნ, 893 ტონა;
ლატვია – $2.8 მლნ, 765 ტონა;
ლიეტუვა – $1.5 მლნ, 432 ტონა;
მცირე მოცულობებით ღვინის ექსპორტი თურქეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ესტონეთში, კანადაში, მონღოლეთში, ისრაელში, იაპონიაში, აზერბაიჯანში, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩეხეთში და სხვა ქვეყნებში ხორციელდება.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…