შედეგები ანულირებულია – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერები ხელახლა გამოცხადდება

შედეგები ანულირებულია – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერები ხელახლა გამოცხადდება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერები 2026 წელს თავიდან გამოცხადდება – ამის შესახებ bm.ge-ს თბილისის მერიაში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, უკვე არსებული ხელშეკრულებები შეწყდა.

საქმე ის არის, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების თარიღად მაისი კახა კალაძემ გასულ თვეს დააანონსა და თქვა, რომ რეაბილიტაცია მაისში დაიწყებოდა. ამ მიზნით, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იყო გამოცხადებული შესყიდვები. გამზირი 4 ლოტად დაიყო. შესყიდვების სააგენტოს 3 ლოტზე გამარჯვებული “დინ გრუპია”, ერთი შესყიდვა კი “სმარტს სოლუშენმა” მოიგო.

24 მარტს კახა კალაძემ “ღამის კურიერში” თქვა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ჩატარებული კვლევებია, რომლის მიხედვითაც, მიწის ქვემოთ “მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი” და რუსთაველის გამზირის დიდი ხნით გადაკეტვა “ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში”.

უცნობია, რატომ არ ჰქონდა ტენდერის გამოცხადებამდე მუნიციპალიტეტს მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციების პრობლემაზე მეტი ინფორმაცია.

bm.ge შეეცდება უშუალოდ კომპანიებთან გაარკვიოს მეტი დეტალი და გაიგოს მათი პოზიცია, მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვების მიუხედავად, ხელშეკრულებები შეუწყდათ.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…