თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ვაკის პარკის, ვერის ბაღის და გლდანის ტბის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას დედაქალაქის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.
„10 მილიონი ლარია გათვალისწინებულია ვაკის პარკისთვის, სამხედრო ქალაქის მშენებლობა გვინდა დავიწყოთ, ასევე ვერის ბაღის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი, რომელიც წელს გვინდა დავიწყოთ, სრულად გვინდა განვაახლოთ და მოვაწესრიგოთ.
ასევე გლდანის ტბისთვის გამოიყოფა თანხები, რომ აღნიშნული სივრცე მთლიანად განახლებული და მოწესრიგებული იყოს. დაგეგმილი გვაქვს ასევე სხვადასხვა სკვერების განახლება, გამგეობები იქნებიან ჩართული. იცით რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მწვანე სივრცეები და მათი განახლება-რეაბილიტაცია, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ“, – განაცხადა კალაძემ.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…