წელს კაპიტალის ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კორპორაციული ემისია განხორციელდება, იგეგმება ევრობონდების გამოშვებაც – Galt & Taggart

წელს კაპიტალის ბაზარზე რამდენიმე მსხვილი კორპორაციული ემისია განხორციელდება, იგეგმება ევრობონდების გამოშვებაც – Galt & Taggart

მიმდინარე წელს კაპიტალის ბაზარზე გაზრდილ აქტივობას ელოდებიან.

როგორც საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ში აცხადებენ, წელს 6 თვეში ადგილობრივ ბაზარზე 140 მლნ ლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემისია განხორციელდა და მოლოდინია, რომ წლის მეორე ნახევარში კიდევ რამდენიმე მსხვილი განთავსება მოხდება.

როგორც BMG-ის Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსმა, ვანო კიკვილაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანიებთან ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 400-500 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციების გამოშვებაზე მიმდინარებს მუშაობა. ამასთან, მისი თქმით, უახლოეს ხანებში ერთ-ერთი კომპანია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდების გამოშვებას გეგმავს და ობლიგაციები ევროპის ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე დაილისტება.

„შარშან ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული საჯარო კორპორაციული ემისიების მოცულობა დაახლოებით 1.2 მლრდ ლარი იყო და წელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით გაუმჯობესება გვექნება. წელს აქტიური პერიოდი ზაფხულიდან დაიწყო, რაც უფრო ტექნიკური საკითხებით იყო გამოწვეული და არა იმიტომ, რომ ინტერესი არაა. მიმდინარე წელს ჩვენ „თეგეტას“ და „აი ჯი დეველოპმენტის“ ემისიაში ვიყავით ჩართულები, რაც ინვესტორების მხრიდან კარგად იყო ათვისებული და გადაჭარბებული მოთხოვნა დაფიქსირდა. წლის მეორე ნახევარში გაზრდილ აქტივობას ველოდებით, რამდენიმე მსხვილი განთავსების მოლოდინი გვაქვს და შესაბამისად, ველით, რომ წლევანდელ წელსაც კარგად დავხურავთ.

ამ ეტაპზე ხუთ კომპანიასთან ვმუშაობთ, ერთ-ერთი არის ევრობონდების ემიტენტი, რომელიც ძალიან მსხვილი, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდების ემისიას აპირებს, რასაც ამავე ზაფხულს დავხურავთ. ზოგადად, კომპანიების მხრიდან დიდი აქტივობაა და ივლისის ბოლოსთვის რამდენიმე მსხვილ ემისიას დავხურავთ. რაც შეეხება ინვესტორებს, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან როგორც წესი, დოლარის ობლიგაციებზეა ხოლმე მოთხოვნა. ლარის ობლიგაციები კი უფრო მეტად მიმზიდველია ფინანსური ინსტიტუტებისთვის და კომერციული ბანკებისთვის“, – განაცხადა ვანო კიკვილაშვილმა.

ცნობისთვის, 2023 წელს ადგილობრივ ბაზარზე 1.13 მლნ ლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემისია განხორციელდა.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…