Galt & taggart-ის პროგნოზით, წელს ტურისტული ვიზიტები 2019 წლის მაჩვენებელს სრულად დაუბრუნდება. ამას გარდა, ორგანიზაცია 2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 15% -ით 4 მლრდ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლის სახით თითქმის 3.3 მილიარდი დოლარი მიიღო, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 3.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდულია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ ყველაზე მეტი ტურისტული შემოსავალი აგვისტოში მიიღო, რაც 523 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ორგანიზაციას ტურიზმიდან შემოსავლები რეგიონების ჭრილშიც აქვს მოცემული, სადანაც ჩანს, რომ თბილისში ტურისმის შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 1,275 მილიარდი დოლარი შეადგინა, 47%-იანი ზრდაა აჭარის რეგიონში, სადაც შარშან ტურიზმის შემოსავლებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…