წელს, უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები 11.3 მილიარდამდე გაიზარდა

წელს, უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები 11.3 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოში უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები მზარდია. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 11.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11%-ით აჭარბებს.

უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები განსაკუთრებით მაღალი იყო III კვარტალში და 5.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 18.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ამასთან, კვარტალის ჭრილში რეკორდულ შედეგს წარმოადგენს.

უფრო დეტალურად, კვარტალების მიხედვით, არარეზიდენტი ვიზიტორების დანახარჯები ასე ნაწილდება:

  • I კვარტალი – ჯამური დანახარჯი ₾2.2 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾721.1 მლნ;
  • II კვარტალი – ჯამური დანახარჯი ₾3.4 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾1.12 მლრდ;
  • III კვარტალი – ჯამური დანახარჯი ₾5.7 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾1.9 მლრდ.

შეგახსენებთ, 2023 წელს საქართველომ ვიზიტორებისგან 12.9 მილიარდ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც 20.5%-ით აჭარბებდა 2022 წლის მაჩვენებელს.

მიმდინარე წელს მთავრობა ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის მიღებას ელის.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…