ხვალ, თბილისში საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც დაესწრება. ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.
„ხვალ გვაქვს დიდი ღონისძიება, სადაც ყველა მსხვილი კომპანია იქნება წარმოდგენილი, იქნება მთავრობა, პრემიერი. იქ ბიზნესასოციაცია წარმოადგენს BAG ინდექსის ბოლო ოთხი წლის ტრენდებს, ასევე Galt&Taggart-ი წარმოადგენს მაკროეკონომიკურ ანგარიშს“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
როგორც დაგეგმილია, კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივებს განიხილავენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია პანელური დისკუსია მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ, რომელშიც მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენციის ფარგლებში, ასევე, ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2019-2023 წლის შედეგებს, ბიზნესის განწყობებსა და მოლოდინებს წარადგენს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…