2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 მილიარდ 419 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, პირველ ხუთ თვეში ექსპორტი 9.2%-ით 2 მილიარდ 274 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი მცირედ – 0.5%-ით 6 მილიარდ 146 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, წლიურად შემცირდა სავაჭრო სალდოც, რაც იმას ნიშნავს რომ მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის მაჩვენებელი ექსპორტს აღემატება. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3 მილიარდ 872 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46%-ია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…