0%-იანი საშემოსავლო გადასახადი ინოვაციურ სტარტაპებს – მთავრობა 1 წლის წინ დაანონსებულ შეღავათებს ამტკიცებს

0%-იანი საშემოსავლო გადასახადი ინოვაციურ სტარტაპებს – მთავრობა 1 წლის წინ დაანონსებულ შეღავათებს ამტკიცებს

ინოვაციური სტარტაპები 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ და მათ შორის 3 წლით, ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მას არ დაუკონკრეტებია, როდის ამოქმედდება ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაანონსდა. საქმე ისაა, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის განსაზღვრა და ამ სტატუსის მქონე კომპანიებისთვის გადასახადების განულება ირაკლი კობახიძემ გასული წლის 19 მარტს, GITA-ს 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე დააანონსა და აღნიშნა, რომ შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობა ძალიან მალე დაარეგისტრირებდა.

“ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამ კუთხით საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ. კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში, აქედან პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან 0%-ით. ეს ინიციატივა ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას შეუწყობს ხელს, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 8 საკითხია, მათ შორის მთავრობის დადგენილების პროექტი „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენს.

 

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…