11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ნოემბერში ჯამში 70 ქვეყანაში 90 352 135 ლიტრი ქართული ღვინო გაიყიდა. შესაბამისად ქართულ ღვინოს მთლიან ექსპორტში უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის 4.4%-ით მეოთხე ადგილი უკავია.

ექსპორტით მიღებული შემოსავალი რეკორდულია, თუმცა მოცულობების მიხედვით, რეკორდული წელი 2022 წელს იყო [94 857 548 ლიტრი]. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 9.2%-ით, მოცულობა კი 8.5%-ით გაიზარდა.

ქართული ღვინის გაყიდვების დიდი წილი ტრადიციულად რუსეთზე მოდის. 11 თვეში რუსეთს მთლიან ექსპორტში 67.1% უკავია. წლის ამ პერიოდში ჩრდილო მოსაზღვრე ქვეყანაში ღვინის გაყიდვები 11.8%-ით გაიზარდა და 176 მილიონ 264 ათასი დოლარი შეადგინა. ჯამში რუსეთში 64 586 347 ლიტრი ღვინო გავიდა.

TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. რუსეთი – $176.2 მლნ, 64 586 347 ლიტრი;
  2. პოლონეთი – $15.1 მლნ, 6 114 473 ლიტრი;
  3. უკრაინა – $11.7 მლნ, 4 192 732 ლიტრი;
  4. ყაზახეთი – $9.7 მლნ, 2 995 254 ლიტრი;
  5. ჩინეთი – $8.2 მლნ, 2 377 396 ლიტრი;
  6. ბელარუსი – $6.8 მლნ, 2 408 898 ლიტრი;
  7. აშშ – $6.7 მლნ, 1 151 278 ლიტრი;
  8. გერმანია – $5.5 მლნ, 1 215 415 ლიტრი;
  9. ლატვია – $3.7 მლნ, 1 021 834 ლიტრი;
  10. ლიეტუვა – $2.1 მლნ, 633 416 ლიტრი.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…