2023 წელს საქართველოში კიბერდანაშაული გაიზარდა – შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში დაზარალებულთა მიერ სულ 999 შემთხვევის შეტყობინება მოხდა, რაც 2022 წელთან შედარებით 7%-ით მეტია.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში კიბერდანაშაულის უდიდესი ნაწილი ფინანსური მანიპულაციის განხორციელების (ფიშინგის) მიზნით ხორციელდება, შესაბამისად პოლიციაში შეტყობინებები ძირითადად კიბერთაღლითობის მსხვერპლთა მიერ გაკეთდა.
კიბერდანაშაულის სტატისტიკა საქართველოში:
კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით – 892 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 53%;
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა – 95 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 30%;
კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა – 11 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 0%.
მთლიანობაში შესული საქმეები – 999 შეტყობინება, მათ შორის გახსნილია 51%.
შედარებისთვის, 2022 წელს კიბერდანაშაულების გახსნის მაჩვენებელი 38% იყო, 2021 წელს კი მხოლოდ 20%, შესაბამისად ქართული სამართალდამცავი უწყებების კომპეტენცია ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართულებით გაუმჯობესებულია.
თუმცა, საგულისხმოა გარემოება, რომ კიბერდანაშაული, განსაკუთრებით კი ფიშინგი ან ფიშინგის მცდელობა (მცირე თანხების შემთხვევაში) განეკუთვნება ისეთი კატეგორიის დანაშაულს, რომლის დროსაც დაზარალებულმა შესაძლოა არ მოახდინოს მისი შეტყობინება, რის გამოც შსს-ს სტატისტიკიდან ამ დანაშაულის სრული მასშტაბი არ ჩანდეს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…