2024 წელს ეროვნულმა ბანკმა 1.1-მილიარდიანი მოგება მიიღო – რამ განაპირობა სებ-ის მოგება

2024 წელს ეროვნულმა ბანკმა 1.1-მილიარდიანი მოგება მიიღო – რამ განაპირობა სებ-ის მოგება

2024 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1.15-მილიარდი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან – 682 მილიონ ლართან შედარებით 68%-ით მეტია. სებ-მა 2024 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში საკუთარი მოგებიდან 302.8 მილიონი ლარი გადარიცხა.

ეროვნული ბანკის ფინანსური შედეგების შესახებ ცნობილი სებ-ის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2024 წლის ანგარიშიდან ხდება, რომელიც ეროვნული ბანკის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშსაც მოიცავს.

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სებ-ის წმინდა მოგების ზრდა დაკავშირებულია უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებულ მოგებასთან, რამაც 2024 წელს 447 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წელს ეს თანხა 60 მილიონი ლარის ტოლი იყო. ამ თანხაში მნიშვნელოვანი წვლილი მოდის საერთაშორისო რეზერვებში ოქროს დამატებით მიღებულ სარგებელზე. საქმე ისაა, რომ 2024 წლის მარტში სებ-მა 500 მილიონი დოლარის მონეტარული ოქრო იყიდა, რომლის ღირებულებაც 2024 წლის დეკემბერში უკვე 599 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა კი სწორედ ამ ოპერაციის მოგებაში აისახა.

ასევე გაზრდილია სებ-ის სხვა შემოსავლის წყაროები. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე რეგულარულად გასცემს რეფინანსირების სესხებს. ამ კრედიტებიდან სებ-ის სარგებელმა 509 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წელს ეს თანხა 357 მილიონი ლარი იყო.

სანაცვლოდ კი შემცირდა ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, რამაც 439 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 40 მილიონი ლარით ნაკლებია.

ამასთან სებ-ის მთლიანი საპროცენტო ხარჯები 197 მილიონი ლარი იყო, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 13 მილიონი ლარით ნაკლებია.

სებ-მა გასულ წელს ასევე მკვეთრად გაზარდა ოქროს გაყიდვები. კერძოდ, სებ-მა ოქროს ზოდების გაყიდვები 2023 წლის დეკემბერში დაიწყო 2024 წელს კი აღნიშნული პროგრამა მკვეთრად გააფართოვა. სულ სებ-მა ოქროს ზოდებისა და საკოლექციო მონეტების დამზადებაზე 412 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო ამ აქტივების რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ კი 429 მილიონი ლარი შეადგინა. გასულ წელს სებ-მა სულ 2,400 ოქროს ზოდი გაყიდა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ხარჯებს, სახელფასო ხარჯები 59 მილიონი ლარი იყო, ადმინისტრაციული ხარჯები 19 მილიონი ლარი, ფულის ბეჭდვის ხარჯი 17 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯი კი 8 მილიონი ლარი.

ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრისთვის სებ-ის აქტივები 21.5 მილიარდი ლარი იყო, რაც 2023 წელთან შედარებით 1.5 მილიარდი ლარით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…