2024 წელს საქართველომ $2.2 მილიარდის აგროსურსათი იყიდა – იმპორტი ექსპორტზე $516 მილიონით მეტია

2024 წელს საქართველომ $2.2 მილიარდის აგროსურსათი იყიდა – იმპორტი ექსპორტზე $516 მილიონით მეტია

2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2023 წელს ექსპორტირებული იყო 1 მლრდ 437 მლნ აშშ დოლარის ღირებულების). ამის შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის ანალიზშია აღნიშნული.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, ანუ ექსპორტს რეექსპორტის გარეშე, ის შეადგენს 1 მლრდ 380 მლნ აშშ დოლარს, რაც 19%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, რომელიც 1 მლრდ 161 მლნ აშშ დოლარის იყო.

რაც შეეხება იმპორტს, წინასწარი მონაცემებით იმპორტირებულია 2 მლრდ 196 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 8.8%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს (2023 წელს იმპორტირებული იყო 2 მლრდ 018 მლნ აშშ დოლარის ღირებულების).

შესაბამისად, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით უარყოფითი სავაჭრო სალდო, ანუ იმპორტის გადაჭარბება ექსპორტზე, 516 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…