საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2025 წლის პირველი ოთხი თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 1 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით მეტია. 19 ბანკიდან იანვარ-აპრილში 13 მოგებაზე იყო, 6-მა კი პერიოდი ზარალით დაასრულა.
სტატისტიკის თანახმად, მოგების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ “საქართველოს ბანკი” იკავებს, რომელმაც 2025 წლის იანვარ-აპრილში 520 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44.7 მილიონით, ანუ 9%-ით არის გაზრდილი. მოგებით მეორე ადგილზეა “თიბისი ბანკი” 385 მილიონი ლარით, რაც წლიურად 37.6 მილიონით, ანუ 11%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას კი “ლიბერთი ბანკი” იკავებს 40.4 მილიონიანი მოგებით, რაც წლიურად 26%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის ყველაზე დიდი ზარალი “ვითიბი ბანკს” აქვს, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო ფაქტობრივად შეზღუდული აქვს. ბანკმა იანვარ-აპრილში 35.6 მილიონი ლარით იზარალა. ასევე ზარალზე არიან “სილქ” ბანკი”, “პეივ ბანკი”, “ჰეშ ბანკი” და “პეისერა” ბანკი.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…