ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა, რომელთა მიხედვითაც, პენსიის ზრდა პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონის შესაბამისად არის გათვალისწინებული. კანონის თანახმად, წლიდან წლამდე პენსიის ზრდის მინიმალური მაჩვენებელი 20 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, სწორედ ამდენით იზრდება 70 წლამდე პირების პენსია, რაც მომდევნო წელს 370 ლარით განისაზღვრება. 70 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის კი პენსიის ზრდა
“70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
პარლამენტს განსახილველად ბიუჯეტი 1 ოქტომბერს წარედგინება. განხილვების პროცესში პენსიის მოცულობა შეიძლება გადაიხედოს.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…